„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1953
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-01-29
გამოქვეყნების თარიღი
2003-02-19
სარეგისტრაციო კოდი
280.070.000.05.001.001.207
„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, №31-33, მუხ. 692) 231 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მე-9 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე ამ კანონით დადგენილი შეღავათები გავრცელდეს 2003 წლის 1 იანვრიდან, ხოლო „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე – 2004 წლის 1 იანვრიდან.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2002 წლის 29 იანვარი.

N1953–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია