ქ. თბილისის მერის
ბრძანება № 27
2011 წლის 1 აგვისტო
ქ. თბილისი
„ ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მერის 2009 წლის 18 ივნისის № 33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „ ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მერის 2009 წლის 18 ივნისის № 33 ბრძანებით დამტკიცებულ (გაზეთი „24 საათი“, 2009 წ., 1 ივლისი, №146) ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის დებულების მე-7 მუხლის „ ჟ” ქვე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ჟ) ქ. თბილისის მერიის იურიდიულ საქალაქო სამსახურთან შეთანხმებით, ქ. თბილისის მერისა და ქ. თბილისის მთავრობის ნორმატიული აქტების სარეგისტრაციოდ მომზადება, კანონმდებლობის შესაბამისად;”.
2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ქ. თბილისის მერი გ. უგულავა