„ქალაქ თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2010 წლის 24 დეკემბრის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის მერის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
26
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი
2011-08-01
გამოქვეყნების თარიღი
2011-08-04
სარეგისტრაციო კოდი
010250000.52.101.016036
„ქალაქ თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2010 წლის 24 დეკემბრის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ქ. თბილისის მერის

ბრძანება № 26

2011 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

„ ქალაქ თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2010 წლის 24 დეკემბრის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ ნ” ქვეპუნქტის, „ ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მერიის დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ კ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,ქალაქ თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქ. თბილისის მერის 2010 წლის 24 დეკემბრის № 28 ბრძანებით დამტკიცებულ (სსმ, 31/ 12/ 2010 წ.) ქ. თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

ა) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ა) სამსახურის უფროსის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე იცავს ქ. თბილისის მერიის (მთავრობის, ადმინისტრაციის, საქალაქო სამსახურების) ინტერესებს სასამართლო ორგანოებში.”;

ბ) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ ბ1 ” ქვეპუნქტი:

„ ბ1) სამსახურის წარმომადგენლებზე გასცემს მინდობილობებს სასამართლო ორგანოებში ქ. თბილისის მერიის (მთავრობის, ადმინისტრაციის, საქალაქო სამსახურების) ინტერესების დასაცავად.

2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერი             გ. უგულავა

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია