საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1910
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2002-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2003-01-22
სარეგისტრაციო კოდი
090.000.000.05.001.001.195
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებები, №13-14, 8.04.1998) 190-ე მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ ნაწილად და დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 ნაწილი:

„2. ამ კოდექსით გათვალისწინებული ქონებაზე ყადაღის დადების ღონისძიება ასევე გამოიყენება ტერორისტული აქტისა და სხვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა მომზადებისას, აგრეთვე მათი აღკვეთის უზრუნველსაყოფად, თუ არის საკმარისი მონაცემები, რომ ეს ქონება გამოყენებული იქნება დანაშაულის ჩასადენად.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2002 წლის 28 დეკემბერი.

№1910–რს

კრებსითი — სრული ვერსია