„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №55 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
35
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი
2011-07-26
გამოქვეყნების თარიღი
2011-08-03
სარეგისტრაციო კოდი
040030000.32.057.016056
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №55 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №35

2011 წლის 26 ივლისი

ქ. ბათუმი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №55 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №55 დადგენილებაში (სსმ, 165, 17/12/2010) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დადგენილების მე-3 პუნქტით დამტკიცებული „აჭარის სატყეო სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპიური დებულების“:

ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების გამგებლობაში არსებული

სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიები:

1. ქობულეთის სატყეო ადმინისტრაცია:

ა) ჩაქვის სატყეო;

ბ) ქობულეთის სატყეო;

გ) აჭი-გოგიეთის სატყეო;

დ) თიკერის სატყეო.

2. ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაცია:

ა) თხილნარის სატყეო;

ბ) მაჭახელას სატყეო;

გ) ერგე-ორთაბათუმის სატყეო;

დ) კირნათის სატყეო.

3. ქედის სატყეო ადმინისტრაცია:

ა) მერისის სატყეო;

ბ) მახუნცეთის სატყეო;

გ) ცხმორისის სატყეო.

4. შუახევის სატყეო ადმინისტრაცია:

ა) ჭვანის სატყეო;

ბ) შუახევის სატყეო;

გ) ოლადაურის სატყეო.

5. ხულოს სატყეო ადმინისტრაცია:

ა) ხიხაძირის სატყეო;

ბ) ხულო-ღორჯომის სატყეო;

გ) ზეგანის სატყეო.“;

ბ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ადმინისტრაციის დირექტორის უფლებამოსილების განხორციელების შეუძ­ლე­ბ­ლო­ბისას, ან მისი არყოფნის შემთხვევაში ადმინისტრაციის დირექტორის მოვალეობას საა­გენ­ტოს უფროსის ბრძანებით ასრულებს ადმინისტრაციის ერთ-ერთი სატყეოს უფროსი.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მთავრობის თავმჯდომარე                       ლ. ვარშალომიძე

კრებსითი — სრული ვერსია