აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №33
2011 წლის 26 ივლისი
ქ. ბათუმი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №46 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად:
1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №46 დადგენილებაში და ამ დადგენილებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დებულებაში (სსმ III, 25.11.2010წ.,№154) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ნ) როგორც სახელმწიფოს დაკვეთით, ასევე საკუთარი ინიციატივით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე შეადგინოს სარეაბილიტაციო პროექტები და უზრუნველყოს შესაბა–მისი სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება. ასევე საკუთარი ინიციატივით ძეგლებზე აწარმოოს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები;”;
ბ) დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ფ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ფ) სააგენტოს უფლება აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განახორციელოს სამუზეუმო საქმიანობა. სამუზეუმო საქმიანობის განვითარების მიზნით შეიმუშაოს წინადადებები, პროექტები და მათი განხორციელების მიზნით უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება;”.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე