„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
32
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი
2011-07-26
გამოქვეყნების თარიღი
2011-08-03
სარეგისტრაციო კოდი
010240030.32.057.016053
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №32

2011 წლის 26 ივლისი

ქ. ბათუმი

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად,

1.,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის №31 დადგენილებასა და დადგენილებით დამტკიცებულ; დებულებაში (გაზეთი ,,აჭარა’’ №72, 03.07.10) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 49 (ორმოცდაცხრა) საშტატო ერთეულით.“.

ბ) ამოღებულ იქნეს დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტები, მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტები;

გ) დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ლ) ატარებს საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევ კონკურსს;“;

 დ) დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მ) უფლებამოსილია გაფრთხილების გარეშე დაითხოვოს საჯარო სკოლის სა­მეურ­ვეო საბჭო, თუ იგი უკანონოდ გაათავისუფლებს დირექტორს, რაც დადას­ტუ­რებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული შესაბამისი გადაწყვეტი­ლე­ბით;“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე

კრებსითი — სრული ვერსია