საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №415
2011 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №38, მუხ. 308) დამტკიცებულ დებულებას დაემატოს 52 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 52. სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება
სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის დებულების ამოქმედებისთანავე.
მ. სააკაშვილი