„მარტვილის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზრვრის შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
14
მიმღები ორგანო
მარტვილის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-07-21
გამოქვეყნების თარიღი
2011-08-02
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.109.016033
„მარტვილის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზრვრის შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №14

2011 წლის 21 ივლისი

ქ. მარტვილი

,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზრვრის შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №11 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების პრეამბულაში სიტყვები ,,საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ მუხლი 22, პუნქტი ,,1“-ის „პ“ ქვეპუნქტის,“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ მუხლი 22, პუნქტი ,,1“-ის „ქ“ ქვეპუნქტის,“;

ბ) ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ“ დადგენილების მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,2. სხვა უძრავ ნივთებზე – ნივთის საბაზრო ღირებულების არანაკლებ 5%-ის ოდენობით.“.

  ,,3. მოძრავ ნივთებზე –  ნივთის საბაზრო ღირებულების არანაკლებ 5%-ის ოდენობით.“.

2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე         ზ. გოროზია

 

კრებსითი — სრული ვერსია