,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
12
მიმღები ორგანო
მარტვილის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-07-21
გამოქვეყნების თარიღი
2011-08-02
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.109.016031
,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 12

2011 წლის 21 ივლისი

ქ. მარტვილი

,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს            2011 წლის 29 აპრილის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №9 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკითხს, როგორც წესი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განსაკუთრებულ შემთხვევაში კი _ საქართველოს მთავრობის წარდგინებით წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი. საკითხს ამზადებს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობა.“;

ბ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა ,,საკრებულო“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,საკითხს ამზადებს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობა.“;

გ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ,,აუქციონის ფორმით ქონების საწყის ფასს გამყიდველი ადგენს ,,სახელმწიფო ქონების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად.

დ) მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ,,აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში წარმოადგინოს უპირობო საბანკო გარანტია/ბე ქონების საწყისი საფასურის 30%-ის ოდენობით.“;

ე) მე-6 მუხლის მე-5 პუნქტს გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ჩამონათვალში დაემატოს ,,თ“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს  პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო.“;

ვ) მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას.“;

ზ) მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,იმ შემთხვევაში, თუ არსებული ოქმის (ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების) შემდგომ უნდა გაფორმდეს დამატებითი წერილობითი ხელშეკრულება, ხელშეკრულებაში შეტანილი უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები.“;

თ) 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში ტერმინი ,,შეძენა“ ამოღებულ იქნეს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, ქონების დასახელებას, ქონების სარგებლობის საწყის ფასს, რომლის სარგებლობაში მიღება სურს მონაწილეს. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში განაცხადში უნდა აისახოს მონაწილის თანხმობა პირობების შესრულებაზე.“;

ი) ამოღებულ იქნეს 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი.

2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                  ზ. გოროზია

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია