„სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1887
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2002-12-25
გამოქვეყნების თარიღი
2003-01-17
სარეგისტრაციო კოდი
280.070.110.05.001.001.185
„სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. „სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“

2. პირველი მუხლის:

ა) პირველ აბზაცში სიტყვები „სამხედრო და“ შეიცვალოს სიტყვებით „სამხედრო,“, ხოლო სიტყვების „შინაგან საქმეთა ორგანოების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და სახელმწიფო დაცვის სპეციალური“;

ბ) „ა“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში“;

გ) „ბ“-„კ“ ქვეპუნქტები ჩაითვალოს „გ“-„ლ“ ქვეპუნქტებად და დაემატოს „ბ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ბ) სპეციალური წოდების მქონე პირები, რომლებიც მსახურობდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში;“.

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 25 დეკემბერი.

№1887–Iს

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია