„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
96
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2011-07-26
გამოქვეყნების თარიღი
2011-07-26
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.016163
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება № 96

2011 წლის 26 ივლისი

ქ. თბილისი

 „ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის № 220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის მე- 4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის № 220 ბრძანებით (სსმ III, 2008 წ., № 143, მუხ. 1422) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, თ ) შეფასების სამსახური ;“.

2. მე-7 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,11. შეფასების სამსახური უზრუნველყოფს:

ა) აღმასრულებლის მოთხოვნით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, საბაზრო ფასის გათვალისწინებით, ყადაღადადებული ქონების შეფასებას;

ბ) ყადაღადადებული ქონების შეფასების შესახებ დასკვნის მომზადებას და შესაბამისი აღმასრულებლისათვის გადაცემას;

გ) ყადაღადადებული ქონების შეფასებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავაში მონაწილეობის მიღებას;

დ) აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის პირის მიმართვის საფუძველზე ქონების შეფასების (საბაზრო ღირებულების განსაზღვრის) მომსახურებას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის სხვა დავალებების შესრულებას.“.

მუხლი 2.  ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 აგვისტოდან .

ზ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია