საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №483 ,,სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის ფორმის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
483
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი
2005-11-30
გამოქვეყნების თარიღი
2008-07-07
სარეგისტრაციო კოდი
300310000.22.023.007905
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №483 ,,სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის ფორმის დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.310.000.22.023.007.905

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №483

2005 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის ფორმის დამტკიცების შესახებ

,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე და ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის ფორმის დამტკიცების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის თანდართული ფორმა.

2. ლიცენზია წარმოადგენს მე-3 კატეგორიის ,,მარტივი ტიპის” მკაცრი აღრიცხვის ფორმას.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია-საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  მინისტრის 2008 წლის 7 ივლისის ბრძანება №520--სსმIII,№100,15.07.2007წ.,მუხ.1103

 

კრებსითი — სრული ვერსია