„სალიცენზიო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1863
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2002-12-25
გამოქვეყნების თარიღი
2003-01-08
სარეგისტრაციო კოდი
210.020.100.05.001.001.181
„სალიცენზიო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სალიცენზიო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სალიცენზიო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 191) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41-ე პუნქტი:

„41. ნავთობის გადამუშავებისათვის, გაზის დამუშავებისათვის, ნავთობის, გაზის ან/და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირებისათვის:

ა) ნავთობის გადამუშავებისათვის – 3000 ლარი;

ბ) გაზის დამუშავებისათვის – 2500 ლარი;

გ) ნავთობის, გაზის ან/და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირებისათვის – 2000 ლარი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი            ე. შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 25 დეკემბერი.

№1863–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია