საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით "სახელმწიფო თეატრების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
122-უ.ს.რ.ს.
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი
2011-07-01
გამოქვეყნების თარიღი
2011-08-01
სარეგისტრაციო კოდი
450130010.31.056.016010
საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით "სახელმწიფო თეატრების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

დადგენილება

საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით „სახელმწიფო თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

1. საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს წარედგინოს საქართველოს კანონის პროექტი – „სახელმწიფო თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

2. წარდგენილ კანონპროექტზე საქართველოს პარლამენტის კომიტეტებსა და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი პეტრე ზამბახიძე.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                    მ. მახარაძე                    

ბათუმი,

2011 წლის 1 ივლისი

№122 – უ.ს.რ.ს

 

კრებსითი — სრული ვერსია