,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
20
მიმღები ორგანო
ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-07-20
გამოქვეყნების თარიღი
2011-07-28
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.162.016044
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2011 წლის 20 ივლისი

  ქ. ახმეტა

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის                     19 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  მუხლი 1. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად , ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (სსმ V, №50 , 03.11.2010 , მუხ. 1360) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :

 1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,1. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს გამგეობის საქმიანობის ორგანიზაციულ, დოკუმენტურ, ანალიტიკურ, საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, აგრეთვე ამ დებულებით განსაზღვრულ ფარგლებში – საკრებულოს საქმიანობის უზრუნველყოფას“.

 2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,ე) გამგეობის არქივის საქმიანობის წარმართვა.“

 3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია მატერიალურ -ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება.“.

 4. მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს.

  5. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად“.

  მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 აგვისტოდან

საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაილაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია