საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1795 ,,№2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ქ. ქუთაისი) შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1795
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2005-10-05
გამოქვეყნების თარიღი
2005-11-24
სარეგისტრაციო კოდი
100070000.22.027.007754
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1795 ,,№2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ქ. ქუთაისი) შექმნის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.070.000.22.027.007.754

 საქართველოს იუსტიციის მინისტრის

 ბრძანება №1795

2005 წლის 5 ოქტომბერი

ქ. თბილისი

№2 საპყრობილისა და მკაცრი      რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების                (ქ. ქუთაისი) შექმნის შესახებ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და მათში განთავსებული კონტიგენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, საცხოვრებელი და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების მიზნით, ,,პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. შეიქმნას №2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება                (ქ. ქუთაისი).

2. სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა (შ. კოპაძე):

ა) წარმოადგინოს წინადადებები №2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებუ-ლების შექმნასთან დაკავშირებით გასატარებელი ორგანიზაციული ღონისძიებების თაობაზე;

ბ) ამ ბრძანების ამოქმედებასთან დაკავშირებით დაევალოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს /შ. კოპაძე/, უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, მსჯავრდებულთა სარეჟიმო პირობების მიხედვით გადანაწილება სასჯელაღსრულების დაწესებულების, მსჯავრდებულთა უსაფრთხოებისა და დაცვის ოპტიმალური ღონისძიებების განხორციელების გზით.

3. ბრძანებას გაეცნოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა.

4. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს (შ. კოპაძე).

5. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2005 წლის 27 ნოემბრიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 14 ნოემბრის ბრძანება №2088-სსმIII,№134,16.11.2005წ., მუხ.1483

კ. კემულარია

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 14 ნოემბრის ბრძანება №2088-სსმIII,№134,16.11.2005წ., მუხ.1483

2.ძალადაკარგულია-საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 24 ნოემბრის ბრძანება №2149-სსმIII,№136,24.11.2005წ.,მუხ.1509

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია