„საშიში საწარმოთა ობიექტის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1855
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2002-12-25
გამოქვეყნების თარიღი
2003-01-17
სარეგისტრაციო კოდი
300.190.000.05.001.001.177
„საშიში საწარმოთა ობიექტის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტში სიტყვები „„თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით“ შეიცვალოს სიტყვებით „„თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით“;

ბ) მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტს სიტყვების „ნავთობისა და გაზის ოპერაციების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან ნავთობის, გაზის ან/და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების“.

2. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „ხოლო „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან ნავთობის, გაზის ან/და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების სფეროში – საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის დასკვნის საფუძველზე“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 25 დეკემბერი.

№1855-რს

კრებსითი — სრული ვერსია