„ვალდებული პირის მიერ გადასახდელი საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის დარიცხული და გადახდილი თანხების აღრიცხვის წესის“ დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1775
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2006-12-20
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-22
სარეგისტრაციო კოდი
230140000.22.330.009703
„ვალდებული პირის მიერ გადასახდელი საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის დარიცხული და გადახდილი თანხების აღრიცხვის წესის“ დამტკიცების თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.140.000.22.033.009.703

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1775

2006 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ვალდებული პირის მიერ გადასახდელი საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის დარიცხული და გადახდილი თანხების აღრიცხვის წესის“ დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საბაჟო კოდექსის 203-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძ­ველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ინსტრუქცია „ვალდებული პირის მიერ გადასახდელი საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის დარიცხული და გადახდილი თანხების აღრიცხვის წესის შესახებ“ თანდართულ დანართებთან ერთად (დანართები №1 – №16)

2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის ბრძანება №80-სსმIII, №18, 08.02.2007წ., მუხ.197

ა. ალექსიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1.  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის ბრძანება №80-სსმIII, №18, 08.02.2007წ., მუხ.197

2.  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 17 იანვრის  ბრძანება №41-სსმIII, №11, 24.01.2008წ., მუხ.144

3. ძალადაკარგულია  - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №800-სსმIII, №156, 28.10.2008წ., მუხ.1557

დანართი №1

ინსტრუქცია

ვალდებული პირის მიერ გადასახდელი საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის დარიცხული და გადახდილი თანხების აღრიცხვის წესის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს საბაჟო კოდექსის 203-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბა­მისად და განსაზღვრავს ტერიტორიულ საბაჟო ორგანო­ში კონკრეტული პერიოდისათვის ვალდებული პირის პირადი აღრიცხვის ბარათში ბიუჯეტთან ანგარიშსწო­რების აღრიცხვის და ასახვის წესებს.

2. ვალდებული პირის პირადი აღრიცხვის ბარათი (შემდგომში – ბარათი) წარმოადგენს ტერიტორიული საბაჟო ორგანოს პირველადი აღრიცხვის დოკუმენტს, რომელშიც აისახება ვალდებული პირის მიერ საბაჟო დეკლარირების განხორციელებისას გადახდილი საბაჟო გადასახდელების თანხები, აგრეთვე უფლებამოსილი ორგანოების მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, გადასახდელად დარიცხული ან შემცირებული თანხები, ზედმეტად გადახდილი, უკან დაბრუნებული ან სხვა გადასახდელების გადახდის ანგარიშებში გადატანილი თანხები, ვადაგადაცილებული დავალიანებები, საბაჟო სანქციის თანხები.

3. ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა წარმოებს საქართველოს ფი­ნანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებუ­ლი ბიუჯეტის შემოსულობების კლასი­ფიკაციის თანახ­მად.

4. ტერიტორიული საბაჟო ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირი საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელის მიერ მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში პა­სუხს აგებს ვალდებული პირის მიერ გადასახდელი საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის დარიცხული და გადახდილი თანხების აღრიცხვის წარ­მოე­­ბისა და ანგარიშგების სისწორეზე. აგრეთვე ზედმეტად გადახდილი ან შეცდომით ჩარიცხული თანხების ბიუჯეტიდან დაბრუნების ან გადასახდელის ერთი სახიდან მეორეში გადატანის სისწორეზე და აღრიცხვის დოკუმენტების დაცულობაზე.

5. ბარათის წარმოებასთან დაკავშირებით ტერიტო­რიული საბაჟო ორგანოს უფროსის/მოადგილის ინდივი­დუა­ლური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ხდება ფუნქციების განაწილება ტერიტორიული საბაჟო ორგანოს მუშაკებზე.

6. ტერიტორიული საბაჟო ორგანოს უფროსი/მოადგილე პასუხის­მგე­ბელია საბაჟო გადასახდელების აღრიც­ხვის მდგომარეობაზე და ამ მხრივ მუშაობის სწორად წარმარ­თვაზე.

7. ტერიტორიულ საბაჟო ორგანოებში ყოველი წლის 1 იან­ვრის მდგომარეობით ხდება მთელი საინ­ფორმაციო ბაზის დაარქივება მაგნიტურ მატარებელ­ზე. დგება აქტი „მიმდინარე წლის 1 იანვრისათვის მონაცემთა ბაზის დაარქივების შესა­ხებ“, რომელსაც ხელს აწერენ საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელი/მოადგი­ლე და ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი. დაარქივებული მონაცემები ინახება 6 წლის განმავლობაში. ასევე, მიმდინარე წლის განმავლობაში ყოველი თვის პირველ რიცხვში ხდება მთელი საინფორ­მაციო ბაზის დაარქივება და შე­ნახ­ვა საიმედოდ დაცულ ადგილზე.

8. ბარათის კომპიუტერული დამუშავების დროს პროგრამულად უზრუნველყოფილია მონაცემთა ბაზას­თან დაშვების უფლების მქონე მომხმარებელთა განსაზ­ღვრა, მათი შემოწმება და იდენტიფიცირება სისტემაში ყოველი შესვლის დროს, პაროლების განსაზღვრა და მათი ცვლილება. საბაჟო დეპარტამენ­ტის თავმჯდო­მარის ან მისი მოადგილის სათანადო ნებართვის გარეშე გასული თარიღით მონაცემთა ბაზაში ყოველგვარი ცვლილებისა და ჩანაწერის გაკეთება დაუშვებელია.

9. ბარათი შეიცავს ვალდებული პირის შესახებ საიდუმლო მონაცემებს. საბაჟო ორგანოები, მათი თანამდებობის პირები, მოწვეული სპეციალისტები ან/და ექსპერტები ვალდებული არიან დაიცვან სამსახურებ­რივი მოვალეობის შესრუ­ლების დროს ვალდებული პირის შესახებ მიღებული ინ­ფორმაციის საიდუმლოება და იმოქმედონ კანონით გან­საზღვრული წესით.

10. კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, ბარათის ამონაბეჭდები მოსამართლის ბრძანების საფუძველზე შეიძლება მიწოდებულ იქნეს სამართალდამ­ცავი ორგა­ნოე­ბისათვის იმ პირთა შესახებ, რომლებიც კანონით იდევნებიან საბაჟო სამართალდარღვევათა ჩადენი­სათ­ვის. აგრეთვე სასამართლოებისათვის – ვალ­დე­ბული პირის საბაჟო ვალ­დე­ბულებების ან პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზ­ნით სასამართლოს წარმოებაში არსე­ბულ საქმესთან დაკავშირებით; სხვა სახელმწი­ფოების საბაჟო ორგა­ნოებს – საერთაშორისო ხელშეკრუ­ლებათა შესა­ბამისად; სასამართლო აღმასრუ­ლებ­­ლებს – სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრუ­ლების პროცესში. ბარათის ამონა­ბეჭდების მიწო­დება ნებადართულია ზემდგომი საბაჟო ორგანოს თანამშრომ­ლებზე, საბაჟო ორგანოს საქმია­ნობის შემოწმების პერიოდში, აგრეთვე საბაჟო ორგანოს იმ პირებზე, რომლებიც ახორციელებენ საბაჟო კონტროლს დაქვემდე­ბურებული საქმიანობის შემოწმებას. ამონაბეჭ­დი ხელმო­წერილ უნდა იქნეს საბაჟო ორგანოს უფრო­სის/მოადგილის და ამ საქმით დაკავებული უფლე­ბამოსილი პირის მიერ.

11. პირს, რომელმაც მიიღო ამ ინსტრუქციის პირ­ველი მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია, უფლება არა აქვს გაახმაუროს ამ ინფორ­მაციის საიდუმ­ლოება და ვალდებულია მისი ამსახველი დოკუმენტები დაუბრუ­ნოს საბაჟო ორგანოს, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ინფორმაცია მიღებულია საგადასახადო კოდექ­სის 122-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.

12. საიდუმლოების მქონე ინფორმაციის შემ­ცველი დოკუმენტების დაკარ­გვა ან ასეთი ინფორმაციის გახმაურება იწვევს პასუხისმგებლობას საქართვე­ლოს კანონმდებლობის შესაბამისად.

13. ვალდებული პირის შესახებ საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს სხვა პირს, თუ ამის შესახებ არსებობს ვალდებული პირის ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი ნებართვა.

14. გადასახდელების აღრიცხვის დოკუმენტაცია, საქმის ნომენკლატურიდან გამომდინარე, ჯგუფდება შემდეგი სახეების მიხედვით:

ა) ვალდებული პირის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტი და ამონაწერები ბარათებიდან;

ბ) საგადამხდელო დოკუმენტები, მიღებული სახელ­მწიფო ხაზინიდან, ბანკებიდან და საბანკო ოპერაციების განმახორციელებელი ცალკეული ორგა­ნიზა­ციებიდან;

გ) ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი გადასახდელის თანხის დამადას­ტურებელი დოკუმენტები;

დ) ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი გადასახდელის თანხის გადამხდე­ლისათვის უკან დაბრუნების დამა­დასტურებელი დოკუმენტები;

ე) ვალდებული პირის საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ადგილის შეცვლის შემთხვევაში ბარათის გადაცემის ან მისი მიღების დამადასტურებელი დოკუმენტები;

ვ) საბაჟო ვალდებულებების შესრულების ვადის შეცვლის დამადას­ტურებელი დოკუმენტები;

ზ) საბაჟო ვალდებულებების შესრულების უზრუნ­ველ­ყოფის ღონისძიებების დამადასტურებელი დოკუმენ­ტები;

თ) გაკოტრების ან რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფი ვალდებული პირის ვადაგადაცილებული დავალიანე­ბების ამსახველი დოკუმენტები;

ი) ფიზიკური პირების მიერ საბაჟო ვალდებულებების შესრულების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენ­ტები;

კ) იურიდიული პირების მიერ საბაჟო ვალდებულე­ბების შესრუ­ლების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტები;

ლ) ლიკვიდირებული იურიდიული პირების მიერ საბაჟო ვალდებულებების შესრულების დამადასტუ­რებელი დოკუმენტები;

მ) რეორგანიზებული იურიდიული პირების მიერ საგადასახადო ვალდე­ბულებების შესრულების შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტები;

ნ) სხვა დოკუმენტები.

15. საბაჟო ორგანოები ვალდებული არიან აწარ­მოონ შემოსავლების, ზედმეტად ან შეცდომით ჩარიც­ხული თანხების, გადასახადის ერთი სახიდან მეორეში გადატანისა და დაბრუნების რეესტრები, დამხმარე ჟურნალები, რომლებშიც ხდება საბაჟო ორგანოებში წარდგენილი დოკუმენტების სრული აღწერა და დასტურდება ბარათის წარმოების წესის უტყუარობა.

    მუხლი 2. ვალდებული პირის პირადი აღრიცხვის ბარათის გახსნის წესი

1. ვალდებული პირის მიერ საბაჟო ვალდებუ­ლებების შესრულების აღრიცხვის წარმოების მიზნით ტერიტორიულ საბაჟო ორგანოებში იხსნება ვალდებუ­ლი პირის პირადი აღრიცხვის ბარათი (დანართი №2).

2. ბარათის გახსნის საფუძველს წარმოადგენს ვალდე­ბული პირის საგადასახადო აღრიცხვის (რეგის­ტრაციის) მონაცემები.

3. ბარათი იხსნება ყველა რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პი­რზე მათ მიმართ საბაჟო ვალდე­ბუ­ლებების წარმოშობისთანავე.

4. მოქმედი ვალდებული პირისათვის ბარათი იხ­სნება ყოველი წლის დასაწყისში.

5. ბარათი იხსნება საბაჟო გადასახდელების მიხედ­ვით. გადასახადის მიზნებისათვის აქციზის გადასახადში იხსნება ორი ბარათი. აქციზური მარკების შესაძენად გადახდილი თანხები აისახება “აქციზური მარკების“ ბარათ­ზე, ხოლო საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე მარკირებას დაუქვემდებარებელ საქონელზე გადახდილი აქციზის თანხების აღრიცხვისათვის გამოიყენება “აქციზის“ ბარათი.

6. ბარათის მე-6 გრაფაში (გადახდილია ბიუჯეტში) ჩანაწერის საფუძ­ვლად მიიღება ბიუჯეტის შემოსუ­ლობების ერთიან ანგარიშზე განხორცი­ელებული ოპერაციის შესახებ სახელმწიფო ხაზინის ამონაწერი ან სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული ფაილი.

7. ბარათზე ჯარიმის დარიცხვის საფუძველს წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველ­ზე ტერიტორიული საბაჟო ორგანოს უფრო­სის/მოადგილის მიერ ადმინისტრაციული სახდე­ლის დადების შესახებ გამოტანილი დადგენილება. საბაჟო კოდექსის 234-ე მუხლის შესაბამისად, ჯარიმის თანხას საურავი არ ერიცხება.

    მუხლი 3. ვალდებული პირის პირადი აღრიცხვის ბარათში ჩანაწერების შეტანის წესი და დოკუმენტური საფუძველი

1. ვალდებული პირის პირადი აღრიცხვის ბარათში საბაჟო გადასახდე­ლების ან/და საბაჟო სანქციის თანხის დარიცხვა გულის­ხ­მობს საბაჟო ორგანოებში კონკრე­ტული პერიოდისათვის ვალდებული პირის მიერ გადა­სახდელი საბაჟო გადასახ­დელების ან/და საბაჟო სანქციის თანხის აღრიცხვას მონაცემების ელექტრო­ნული დამუ­შავების საშუ­ალებებით. დარიცხვა მოიცავს შესწორე­ბით დარიც­ხვასა და სავარაუდო დარიც­ხვას. ამასთან, შესწორებითი დარიცხვის შემთხვევაში უქმდება სავა­რაუდო და­რიც­ხვა.

2. ბარათში ჩანაწერები ხორციელდება საბაჟო ორგანოში საბაჟო დეკლარაციების, დაზუსტე­ბული დეკლარაციების, უფლებამოსილი მაკონტროლებელი ორგანოების შემოწმების მასალების და სხვა სათანადო ინფორმაციის, არსებული წესის შესაბამისად გაფორმე­ბული დასკვნების, გადახდილი თანხების შესახებ ინფორ­მაციის, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებების, სა­ხელ­მწიფო ხაზინიდან და საბანკო დაწესებულებებიდან მიღებული ამონაწე­რებისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე.

3. „საგადასახადო მოთხოვნის (საბაჟო გადასახდე­ლების ან/და საბაჟო სანქციის დარიცხვის შესახებ) და “გადასახდელის გადამხდელის მოთხოვნის (ზედმეტად გადახდილი საბაჟო გადასახდელების ჩათვლის ან დაბრუნების შესახებ) წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი.

4. ბარათში ყველა ჩანაწერი წარმოებს თავისდროუ­ლად და ქრონოლო­გიური წესით, ჩანაწერის გაკეთების თარიღისა და დამადასტურებელი დოკუმენ­ტაციის სისწორის დადგენით. ბარათებში ჩანაწერები კეთ­დება შესაბამისად, “დარიცხულია“, “შემცირებულია“, “გადახდილია“ და “ბი­უჯე­ტიდან უკან დაბრუნებულია ან გადატანილია“ გრაფების მიხედვით. ყოველი ჩანაწერის შემდეგ გამოიყვანება სალდო გადასახდელის, ჯარიმისა და საურავის თანხების მიხედვით.

5. სახელმწიფო ხაზინიდან საბაჟო ორგანოში საგადასახდელო შემო­სავლების შესახებ ყოველდღიური ამონაწერები შეიძლება წარდგენილ იქნეს და­მოწმებული სახით როგორც ქაღალდზე, ისე ელექ­ტრო­ნული ფორ­მით.

6. საგადასახდელო შემოსავლების ამონაწერების ელექ­ტრონული ფორმით მიღე­ბის შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი ზეპირის მიერ მოწ­მდება ვალდებული პირის რეკვიზიტები და სახაზინო კოდთან საგადასახდელო დავალების ველის – “გადახდის დანიშნულების“ შესაბამისობა.

7. საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირი ახორ­ციელებს ვალდებული პირის მიერ წარდგენილი საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციას საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის ჟურნალში (დანართი №3) და შესაბამის პროგრამაში, თუ უზრუნველყოფილია დეკლარაციაში აღნიშნული საქონლის წარდგენა საბაჟო ორგანოში.

8. საბაჟო შემოწმებებითა და სასამართლოს გადა­წყვეტი­ლებებით და­რიცხული თანხების შესახებ ინფორ­მა­ციის რეგისტრაცია ხორციელდება ჟურნალში (დანარ­თი №4) და შესაბამის პროგრამაში.

9. თუ ვალდებულმა პირმა განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხადა დადგენილი საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის თანხა, საბაჟო ორგანოები ამ პირის მიმართ ახორციელებენ საბაჟო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს საქართვე­ლოს საგადასახადო კოდექსის XI თავით საბაჟო ორგანოებისათვის დადგენილი წესით.

10. პირადი აღრიცხვის ბარათებზე გადასახდელების მიხე­დვით ბიუჯეტის დავალიანებების არსებობის შემთხვევაში მათი დაფარ­ვა უნდა განხორციელდეს შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) გადასახდელის ძირითადი თანხის გადახდა;

ბ) საბაჟო სანქციის სახით დარიცხული ჯარიმის თანხის გადახდა;

გ) დარიცხული საურავის თანხის გადახდა.

11. ბარათზე დარიცხული და გადახდილი გადასახ­დელის თანხების შესახებ ჩანაწერები წარმოებს დამრგვალებული წესით ერთ ლარამდე. დამრგვალების დროს 50 თეთრამდე თანხები ანგარიშში არ მიიღება, ხოლო 50 თეთრი და მეტი მიიღება, როგორც ერთი ლარი. ასეთივე წესი გამოიყენება აგრეთვე გადასახა­დების შემცირებისას.

12. ვალდებული პირის ადგილსამყოფელის შეც­ვლის, იურიდიული პირის რეორგანიზაციის, გადამ­ხდელის გაკოტრებულად ცნობის, სასამართლოს მიერ ფიზიკური პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხა­დების ან გარდაცვლი­ლად ცნობის შემთხვევაში საბაჟო ორგანოები ხელმძღვანელო­ბენ იმ უფლება­მოსილი ორგანოებიდან მიღებული დოკუმენტებით, რომლებიც ახორციელებენ:

ა) იურიდიული პირების რეგისტრაციას, ხელახალ რეგისტრაციას და ლიკვიდაციას;

ბ) დაბეგვრის ობიექტების აღრიცხვას და/ან რეგისტრაციას;

გ) ლიცენზიების, მოწმობების ან სხვა სანებართვო ან სარეგისტრაციო ხასიათის დოკუმენტების გაცემას;

დ) საქართველოში ფიზიკური პირების საცხოვ­რებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციას;

ე) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციას;

ვ) სანოტარო მოქმედებებს;

ზ) მეურვეობის და მზრუნველობის შესახებ დოკუმენ­ტების გაცემას;

თ) სასამართლო ორგანოების საქმიანობას.

13. მიღებული დოკუმენტების შინაარსიდან გამომდი­ნარე, საბაჟო ორგანო იღებს სათანადო გადაწყვე­ტილებას ბარათზე შესაბამისი ოპერაციის გასატარებ­ლად.

    მუხლი 4. ვალდებული პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე ნარჩენებისა და საურავების ასახვის წესები

1. ნარჩენ დავალიანებად ითვლება ნებისმიერი გადასახდელის თანხა, რომელიც დარჩა გადაუხდელი ვალდებული პირის მიერ კანონმდებლობით გათვალის­წინებული ვადის გასვლის შემდეგ და განისაზღვრება როგორც სხვაობა ჯამურ საბაჟო ვალდებულებასა და პირის მიერ ცალკეული გადასახდელების მიხედვით ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხების ჯამს შორის.

2. საურავი წარმოადგენს საბაჟო სანქციას, რომელიც ეკისრება ვალ­დებულ პირს, თუ მან საბაჟო კანონმდებ­ლობით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა ან არასრულად გადაიხადა ძირითადი გადასახდელის თანხა. საურავი არ გამოიყენება, თუ გადასახდელის გადახდა დაგვიანდა საბაჟო ორგანოს მიერ მიცემული არასწორი წერილო­ბითი მითითების შედეგად.

3. თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის საუ­რა­ვის დარიცხვა ხორციელ­დება საბაჟო დავა­ლიანების წარმოქმნის მომდევნო დღიდან თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის დარიცხულ საბაჟო გადასახდელებზე შეტყობინების წარდგენის ან წარუდგე­ნლობის მიუხედავად. თუ ვალდებული პირი საურავის დარიცხვის ვალდებუ­ლების ვადის დადგომის შემდეგ გადაიხდის გადასახდელის ძირითადი თანხის ნაწილს, გადახდის მომდევნო დღიდან საურავის დარიცხვა გაგრძელდება საბაჟო დავა­ლიანების ფაქტობრივად დარჩენილ ნაწილზე, ხოლო თუ პირი მთლიანად დაფარავს საბაჟო დავალიანებას, დაფარვის მომდევნო დღიდან შეწყდება საურავის დარიცხვა.

4. დარიცხული საურავის თანხები ჩაირიცხება ბიუჯეტში „ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებით დამტკიცებული №3 დანართის მიხედვით. საურავის გაანგარიშება წარმოებს შემდეგი ფორმულის გამოყენებით:

ს = (ნ X დ X 0.07) : 100, სადაც:

ს – დარიცხული საურავის ოდენობა;

ნ – ნარჩენის (ვადაგადაცილებული დავალიანების) თანხა;

დ – ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა.

5. საურავის დარიცხვა საბაჟო ორგანოში წარმოებს ყოველი ოპერაციის დროს, როცა იცვლება ნარჩენის ოდენობა, აგრეთვე ყოველი თვის ბოლოს გადასახდე­ლის გადახდის ვადის დადგენილი თარიღიდან ან საურავის უკანასკნელი დარიცხვის დღიდან თვის ბოლო რიცხვების ჩათვლით.

6. გადასახდელის გადახდის ვადის გადაცილების შემ­თხვევაში გადასახდელის გადახდის დღე ითვლება ვადაგადაცი­ლებულ დღედ.

7. საბაჟო სამართალდარღვევის გამო ვალდებული პირის მიმართ საბაჟო სანქციის გამოყენება არ ათავი­სუფლებს მას კუთვნილი გადასახდელებისა და საურავის თანხების გადახდის ვალდე­ბულებისაგან.

8. საბაჟო სანქციას საურავი არ ერიცხება.

9. გადახდის დღედ ითვლება დავალიანების დასა­ფარად საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ ბიუჯე­ტის შემოსულობების ერთიან ანგარი­შზე ვალდებული პირის (დებიტორის) ანგარიშიდან მომსახურე ბანკის მიერ თანხის განთავსების დღე.

10. ბანკის ან ცალკეულ სახეობათა საბანკო ოპერაციების შემსრულებელი სხვა ორგანიზაციების მიერ ვალდებული პირის ანგარიშზე ფულადი სახსრების არსებობის დროს მათი ანგარიშებიდან თანხების ჩამოწერის და ბიუჯეტში მისი გადარიცხვის შესახებ საგადახდო დავალების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბანკს ან ცალკეული სახეობის საბანკო ოპერაციების შემსრულე­ბელს დაერიცხება საურავი საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში, ვალდებულ პირს სანქცია არ დაეკისრება.

11. ანალოგიური წესით დაერიცხება საურავი საბანკო და ცალკეულ სახეობათა საბანკო ოპერაციების შემსრულე­ბელ სხვა ორგანიზაციებს ვალდებული პირის ანგა­რიშიდან გადასახდელის ამოღებისათვის საბაჟო ორგანოს მიერ წარდგენილი საინკასო დავალებების შეუს­რულებლობის ან დაგვიანებით შესრულებისათვის.

12. ვალდებული პირი ფიზიკური პირის მიერ მკაცრი აღრიცხვის საგადასახდელო ქვითრის სავალდე­ბუ­ლო გამოწერით, გადასახდელის თანხის საბაჟო ორგა­ნოს სალაროს მეშვეობით გადახდის შემთხვევაში, საბაჟო ორგანო ვალდებულია ერთი სამუშაო დღის განმავლობაში ჩარიცხოს აღნიშნული თანხა შესაბამისი ბიუჯეტის ან­გა­რიშზე. საბაჟო ორგანოს მიერ აღნიშნულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ფიზიკურ პირს საურავი არ ერიცხება.

13. ვალდებული პირის მიერ უცხო ქვეყნის ვალუტით განხორციელებული ოპერაცია, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას, გადაიანგარიშება ლარებში დეკლარაციის რეგისტრაციის დღი­სათვის საქართვე­ლოს ეროვნული ბანკის ოფიცია­ლური კურსით.

14. იმ შემთხვევაში, როდესაც გადასახდელის გადახდის ვადა ემთხვევა დასვენების დღეს, ვადაგადაცი­ლებულ დავალიანების თანხაზე საურავის და­რიცხვა იწყება დასვენების დღის შემდეგ მეორე სამუშაო დღიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 17 იანვრის  ბრძანება №41-სსმIII, №11, 24.01.2008წ., მუხ.144

    მუხლი 5. ვალდებული პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე ოპერაციების ჩაწერის წესები

1. ბარათი (დანართი №2) შედგება 26 სვეტისაგან.

2. პირველ სვეტში აღინიშნება ოპერაციის ჩაწერის თარიღი – დღე, თვე, წელი. ჩანაწერები ამ სვეტში კეთდება ქრონოლოგიურად.

3. მე-2 სვეტში იწერება ოპერაციის შინაარსი, ინფორმაცია გადასახდელის დარიცხვის, გადახდის, შემცირების, დაბრუნების, სხვა გადასახდელებში გადა­ტანის, გადასახდელის გადახდის ვადის გაგრძელების, უიმედო ვალების ჩამოწერის და სხვათა შესახებ, შესაბამისი პერიოდის მითითებით. ამავე სვეტში მიე­თითება დოკუმენტები, რომელ­თა საფუ­ძველზეც განხორ­ციელდა ეს ოპერაციები, გადასახადის გადამხდე­ლის მოთხოვნა, საბაჟო დეკლარაცია, დასკვნა ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ან გადატანის თაობაზე, გადაწყვეტი­ლებები სავარაუდო დარიცხვის, საბაჟო შემოწმების შემოწმების აქტით დარიცხული ან შემცი­რებული თანხების, დავალიანების გადახდის ვადის გაგრძელების შესახებ, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს დადგენილება ან განჩინება. მე-2 სვეტში შესატანი ჩანაწერების ტიპური ჩამონათვალი მოცემუ­ლია მე-5 დანართში.

4. მე-3 სვეტში იწერება დარიცხული გადასახდელის გადახდის ვადა, ხოლო ბიუჯეტის ანგა­რიშზე გადასახ­დელის გადარიცხვის შემთხვევაში – ფაქტობრივი გადახდის თარიღი.

5. მე-4 სვეტში იწერება როგორც მიმდინარე ოპერაციისას გადასახ­დელად გამოანგარიშებული, ისე გასული პერიოდების მიხედვით დამატებით დარიცხული თანხები.

6. მე-5 სვეტი განკუთვნილია როგორც მიმდინარე ოპერაციისას, ისე გასულ პერიოდში ადრე დარიცხული თანხების შემცირებისათვის, აგრეთვე რესტრუქტუ­რიზაციის რეჟიმში მყოფი საწარმოს რესტრუქტუ­რიზებული დავალიანების თანხის ძირითადი ნაწილი­სათვის მისი გაყინვის პერიოდში.

7. მე-6 სვეტში იწერება საბანკო დაწესებულების მიერ ბიუჯეტში ჩარიცხული გადასახდელის თანხები. ჩანაწერები ამ სვეტში წარმოებს მხოლოდ სახელმწიფო ხაზინიდან მიღებული დოკუმენტების საფუძველზე.

8. მე-7 სვეტში იწერება ვალდებული პირის მიერ ბიუ­ჯე­ტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშის საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბ­რუნების ქვეან­გა­რიშიდან უკან დაბრუნებული ან ბიუჯეტის მიმდინარე შემოსავლებიდან გადა­ტანილი თანხის ოდენობა.

9. მე-8 სვეტში იწერება გადასახდელის ნარჩენი დავალია­ნების თანხა, რომელიც დარჩა გადაუხდელი კანონმდებ­ლობით გათვალისწინებული გადახდის ვადის გასვლის შემ­დეგ.

10. მე-9 სვეტში გამოიყოფა დავალიანების თანხა, რომელზედაც არ ხდება საუ­რა­ვის დარიცხვა, კერძოდ:

ა) გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის, რეაბილი­ტაციის ან საგაკოტრებო მორიგების დამტკიცების შესა­ხებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან შესაბამისი რეჟიმის დასრულებამდე, გაკოტრების ან რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფი საწარმოს, ამ რეჟიმების დაწყებამდე არსებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებები;

ბ) გაკოტრების რეჟიმში შესვლის დროს გატარდება შემდეგი ოპერაციებით:

ბ.ა) „შეუმცირდა გაკოტრების საფუძველზე“ და თანხა მოიხსნება ნარჩენის ნაშთიდან, რომელზეც ერიცხებოდა საურავი (დანართი №2, სვ.8.);

ბ.ბ) „დაერიცხა გაკოტრების საფუძველზე“ და თანხა აისახება გრაფაში „ნარჩენი თანხა, რომელსაც საუ­რა­ვი არ ერიცხება“ (დანართი №2, სვ.8 და სვ.9);

გ) გაკოტრების რეჟიმიდან გამოსვლის დროს გა­ტარ­დება შემდეგი ოპერაციებით:

გ.ა) „შეუმცირდა გაკოტრების დასრულების საფუძ­ველზე“ და თანხა მოიხსნება „ნარჩენი თანხა, რომელსაც საურავი არ ერიცხება“ ნაშთიდან (დანართი №2, სვ.8 და სვ.9);

გ.ბ) „დაერიცხა გაკოტრების დასრულების საფუძ­ველ­ზე“ და თანხა აისახება გრაფაში „ნარჩენი“ (დანართი №2, სვ.8) და დაერიცხება საურავი.

11. მე-10 სვეტი გამოყოფილია ვალდებული პირის მიერ ამ გადასახდელზე ზედმეტად გადახდილი ან წარმოქმნილი ზედმეტობის თანხის ოდენობის აღსარიცხავად.

12. სვეტები მე-11-16 განკუთვნილია საბაჟო სანქციებით დარიცხული ჯარიმების აღრიცხვისათვის: მე-11 – „დარიცხულია“, მე-12 – „შემცირებუ­ლია“, მე-13 – „გადახდილია ბიუჯეტში“, მე-14 – „უკან დაბრუნებულია“, მე-15 – „ნარჩენი“, მე-16 – „ზედმეტად გადახდილი“.

13. მე-17-21 სვეტები განკუთვნილია ვადაგადაცი­ლებული დავალიანების გამო წარმოშობილი საურა­ვების აღრიცხვისათვის.

14. მე-17 სვეტში მიეთითება დროის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ხდება საურავების დარიცხვა. მე-18 სვეტში ჩაიწერება დარიცხული საურავის თანხის ოდენობა, მე-19 სვეტში ჩაიწერება საურავი, რომელიც არ დაერიცხა სალდირების შედეგად, მე-20 სვეტში იწე­რება გადახდილი ან დაბრუნებული საურავი, 21-ე სვეტში აღირიცხება გადაუხდელი საურავის ნაშთი.

15. ადრე დარიცხული საურავის შემცირების თანხები (სვეტი 18) ან შემოსული (ჩარიცხული) საურავები (სვეტი 20) ძირითადი გადასახდელების დასაფარავად ჩაიწერება შესაბამისად ამავე სვეტებში (მე-20 სვეტში). ამავდროულად მე-20 სვეტში ჩაწერილი თანხა იწერება მე-6 სვეტში, როგორც ძირითადი გადასახდელების შემოსავლები და მე-2 სვეტში აღინიშნება ასე: “გადატანილია ძირითადი გადასახდელი თანხის დაფარვის ანგარიშზე საურავის ანგარიშიდან.

16. 22-ე-25-ე სვეტები განკუთვნილია გადამხდელის ჯამური ანგარიშსწორების სალდოსათვის, ძირითადი გადასახდელის, ფინანსური სანქციის სახით ჯარიმისა და საურავების ჩათვლით.

17. საურავის დარიცხვა წარმოებს ყოველი ოპერა­ციის დროს, როცა იცვლება ნარჩენის ოდენობა, აგ­რეთვე ყოველი თვის ბოლოს გადასახდელის გადახდის ვადის დადგენილი თარიღიდან ან საურავის უკანას­კნელი დარიცხვის დღიდან თვის ბოლო რიცხვების ჩათვლით.

18. 26-ე სვეტში აისახება გადახდილი თანხები ნაზარდი ჯამით, წლის დასაწყისიდან.

19. 26-ე სვეტში – „სატრანზიტო თანხა“ იწერება ზედმეტად გადახდილი გადასახდელის თანხების დაბრუ­ნების მიზნით, საბაჟო ორგანოს მიერ მომზადე­ბული და საბაჟო დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენ­ტების, დასკვნე­ბისა და საგადახდო დავალებების სა­ფუძველზე განსაზღვრული დასაბრუნებელი თანხების ოდენობა. ვალდებულ პირებზე უკან დასაბრუნებელი თანხების გადამხდელთა მომავალი პერიოდების (მიმდი­ნარე) გადასახდელების ანგარიშში ჩათვლას (გადატანას) საბაჟო ორგანოები განახორციელებენ მხოლოდ შესაბამის “სატრანზიტო თანხაზე“ განაცხადის უკან გამოთხოვის (დაბრუნების) ან საგადასახადო დეპარტა­მენტიდან სათანადო წერილო­ბითი დასტურის მიღების შემდგომ. ამ პირობებში 26-ე სვეტში ასახული „სატრან­ზიტო თანხის“ ოდენობის შესახებ ჩანაწერი ამოიღება.

    მუხლი 6. ვალდებული პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე შედეგების გამოყვანის წესები

1. ყოველი მითითებული პერიოდისთვის ბარათზე ხდება შედეგების გამოყვანა დარიცხული, შემცირებუ­ლი, ბიუჯეტში გადახდილი და ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული გადასახდელის თანხების, ჯარიმებისა და საურავების მიხედვით, გარდა იმ სვეტებისა, რომლებშიც ასახულია საბოლოო ნაშთები და საბოლოო ნაშთების გამოყვანა ხდება ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან. მიღებული შედეგები ჩაიწერება “შედეგი პერიოდისათვის“ ჩანაწერის გასწვრივ.

2. ოპერაციის ჩანაწერის ყოველი თარიღისათვის განისაზღვრება “ანგა­რიშსწორების სალდო“ ნარჩენი, ზედმეტად გადახდილი, ძირითადი გადასახ­დელების, ჯარიმებისა და საურავის თანხებზე.

3. “შედეგი პერიოდისათვის“ აღინიშნება ბარათზე გავლებული ხაზით, მითითებული პერიოდისთვის ბოლო ჩანაწერის შემდეგ.

4. შედეგების შეჯამების დროს ცალკეულ სვეტებში „–“ ნიშნით ჩაწერილი თანხები ჯამს გამოაკლდება.

5. საშედეგო სტრიქონის იმ სვეტებში, რომლებშიც ასახულია ნაშთები, განმეორდება იგივე თანხები, რომლებიც გამოყვანილი იყო უკანასკნელი ოპერაციის ჩაწერის დროს.

6. ბარათში შედეგების გამოყვანის შემდეგ ხდება მისი სისწორის შემოწმება.

7. გადასახადების დარიცხვის, შემცირების, გადახდის და დაბრუნების შესახებ ყველა ჩანაწერი ბარათზე წარმოებს განაყოფში „ანგარიშსწორება ძირითადი გადასახადების მიხედვით“, რომელიც იყოფა გრაფებად: „დარიცხულია“, „შემცირებულია“, „გადახდილია ბიუჯეტში“, „ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებულია ან გადატანილია“, და „ანგარიშსწორების სალდო“. განაყოფში – „ანგარიშსწორება ძირითადი გადასახადის მიხედვით“ ანგარიშსწორების სალდო „ნარჩენი და ზედმეტად გადახდილია“, გამოიანგარიშება შემდეგი არითმეტიკული მოქმედებების გამოყენებით: საშედეგო თანხებს მე-4 სვეტში, გამოკლებული მე-5 – მე-7 სვეტების ჯამი, დამატებული ანგარიშსწორების სალდო საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის (უარყოფითი სალდოს შემთხვევაში – სვეტი 8, ხოლო დადებითი სალდოს შემთხვევაში – სვეტი 10), უნდა უდრიდეს შესაბამისად მე-8 ან მე-10 სვეტების საშედეგო თანხას საანგარიშო პერიოდის დასასრულისათვის.

8. ბარათზე მიმდინარე გადასახდელის დარიცხვისა და გადახდის შესახებ ჩანაწერების ერთი და იმავე თარიღით გატარების დროს უპირატესობა მიენიჭება დარიცხვის ჩანაწერს.

9. ყველა ჩანაწერი ჯარიმის დარიცხვის, შემცირების, გადახდის და დაბრუნების შესახებ წარმოებს ველში „ანგარიშსწორება საბაჟო სანქციის სახით ჯარიმის თანხაზე“, რომელიც იყოფა შემდეგ გრაფებად: „დარიც­ხულია“, „შემცირებულია“, „გადახდილია ბიუჯეტში“, „უკან დაბრუნებულია“ და „სანქციის ანგარიშსწორების სალდო“. ანგარიშსწორების სალდო „ნარჩენი ან ზედმეტად გადახდილი“ გამოიანგარიშება შემდეგი არითმეტიკული მოქმედების გამოყენებით: “ანგარიშ­სწორება საბაჟო სანქციის სახით ჯარიმის თანხაზე“, საშედეგო თანხის მე-11 სვეტს გამოკლებული მე-12– მე-14 სვეტების ჯამი, დამატებული ანგარიშსწორების სალდო საანგარიშო პერიოდის დასაწ­ყი­სი­სათვის, სვეტი 15 (ნარჩენი სალდოს შემ­თხვევაში), ან სვეტი 16 (დადებითი სალდოს შემთხვევაში), უნდა უდრიდეს შესაბამისად მე-15 სვეტის ან მე-16 სვეტის საშედეგო თანხას.

10. ყველა ჩანაწერი საურავის დარიცხვის, გადახდის, დაბრუნების შესახებ წარმოებს განაყოფში „ანგარიშსწო­რება საურავის დარიცხვაზე და გადახდაზე“, რომელიც იყოფა გრაფებად „დროის პერიოდი“, „დარიცხულია საურავი“, „საურავი, რომელიც არ დაერიცხა სალდირე­ბის შედეგად“, „გადახდილია ან დაბრუნებუ­ლია“ და „გადაუხდელი საურავის ნაშთი“. ველი საურა­ვის დარიც­ხვაზე „ნარჩენი“, ან „ზედმეტად გადახ­დილია“, გამოიანგარიშება შემდეგი არითმეტიკული მოქმედების გამოყენებით: განაყოფში – „ანგარიშსწო­რება საურავის დარიცხვაზე და გადახდაზე“, გადაუხდელი საურავის სალდო საანგარიშო პერიოდის დასაწყი­სისათვის, დამა­ტებული მე-18 სვეტის საშედეგო თანხა, უნდა უდრიდეს მე-20 და 21-ე სვეტების ჯამს.

    მუხლი 7. ვალდებული პირის პირადი აღრიცხვის ბარათის შემოწმების წესი

1. გადასახდელების აღრიცხვის სწორად წარმოების კონტროლის მიზნით, საბაჟო ორგანოში საბაჟო დეპარ­ტამენტის შესაბამისი სტრუქტურული დანა­ყოფის მიერ საბაჟო ორგანოსთან ერთად, არანაკლებ კვარტალში ერ­თხელ, ხდება ბარათზე წარმოებული ჩანაწერების სისწორის ვიზუალური შემოწმება.

2. შემოწმება ხორციელდება ბარათების შერჩევის წესით. შესარჩევი ბარათების რაოდენობას განსაზ­ღვრავს საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტუ­რული დანაყოფის წარმომადგენელი საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირთან ერთად.

3. ბარათის შემოწმების დროს უნდა დადგინდეს:

ა) ბარათზე დარიცხული და შემცირებული გადასახა­დის თანხების შესახებ წარმოებული ჩანაწერების თავისდროულობა, სისწორე და სისრულე;

ბ) პირველადი და სახელმწიფო ხაზინის დოკუმენტა­ციის საფუძველზე, ბიუჯეტში ჩარიცხული და ბიუჯე­ტი­დან უკან დაბრუნებული გადასახდელების თანხების შესახებ ბარათზე წარმოებული ჩანაწერების თავის­დროულობა, სის­წორე და სისრულე;

გ) ვალდებული პირის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სალდოს გამოყვანის სისწორე, საბაჟო დავალიანების ან ზედმეტად გადახდილი თანხების კუთხით;

დ) ბარათის ყველა სვეტის მიხედვით გამოყვანილი შედეგების სისწორე;

ე) საურავების დარიცხვის სისწორე;

ვ) გადასახდელების გადახდის ვადების მითითების სისწორე;

ზ) საბანკო ანგარიშებიდან გადასახდელის თანხების ჩამოწერის და მისი ბიუჯეტში ჩარიცხვის თარიღების მითითების სისწორე.

4. წლის დამთავრების შემდეგ ყველა ბარათზე ავტომატურად გამო­იყვა­ნება შედეგები წლის ბოლოსათ­ვის, რომლებიც გადადის მომდევნო წლის დასაწყი­სისათვის.

5. საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურუ­ლი დანაყოფის მიერ, საბაჟო ორგანოსთან ერთად, წელიწადში ერთხელ მაინც შერჩევით ტარდება ვალდე­ბუ­ლი პირის ბარათების მონაცემთა პირველადი დოკუმენტების მონაცემებთან შეჯერება მათი შესაბამი­სობის შემოწმების მიზნით.

6. შემოწმების შედეგად პირველადი საბუთების მონაცემების შეჯამებით მიღებული თანხები თუკი არ შეედრება ბარათის მონაცემებს, საბაჟო ორგანოს შესაბამისი მუშაკი ვალდებულია დოკუმენტურად შეა­მოწ­მოს ყველა ჩანაწერი და დაადგინოს განსხვავების მიზეზები.

7. ვალდებული პირის მოთხოვნით, საბაჟო ორგა­ნოები ახდენენ ბიუჯეტ­თან ანგარიშსწორების მდგომა­რეობის შედარებას ნებისმიერი საანგარიშო პერიო­დისათვის, შედარების აქტის გაფორმებით.

    მუხლი 8. ვალდებული პირის პირადი აღრიცხვის ბარათის დახურვის წესი

1. საანგარიშო წლის დამთავრების შემდეგ, ბარათში დეკემბრის თვის ბოლო რიცხვში, ყველა ოპერაციის მიხედვით გაკეთებული ჩანაწერის შემდეგ, დაიხურება ყველა ბარათი და გამოიყვანება წლის შედეგები როგორც დარიცხული, შემცირებული, გადახდილი და დაბრუნებული გადასახდელის თანხების, ისე ჯარიმებისა და საურავების მიხედვით.

2. ბარათების დახურვა ვალდებული პირების მიხედ­ვით ხდება ავტო­მატურად შემდეგი წესით:

ა) ის ბარათები, რომლებზედაც არ ირიცხება ნარ­ჩენი (დავალიანება ან ზედმეტობა), საანგარიშო წლის დამთავრების შემდეგ დაიხურება, გაევლება ხაზი და გაკეთდება ჩანაწერი “შედეგი წლის ბოლოსათვის“, გაიხსნება ახალი ბარათი და გაკეთდება ჩანაწერი “მიმ­დინარე წლის ათვლის სათავე“;

ბ) ნარჩენი ან ზედმეტად გადახდილი თანხების ნაშთები – ძირითადი გადასახდელების, ასევე ჯარიმე­ბისა და საურავების მიხედვით, ბარათში გაევლება ხაზი და გაკეთდება ჩანაწერი „შედეგი წლის ბოლო­სათვის“ ჩაიწერება ნაშთები და გადაიტანება მომავალი წლისათვის გახსნილ ახალ ბარათებში და გაკეთდება ჩანაწერი „მიმდინარე წლის ათვლის სათავე“. საან­გარიშო წლის დამთავრებასთან დაკავშირებით ბარათის დახურვის შემდეგ მასში ყოველგვარი ჩანაწერის გაკეთება დაუშვებელია.

3. საწარმოს (ორგანიზაციის) რეორგანიზაციის შემ­თხვევაში რეორგა­ნიზებული გადამხდელის ბიუჯეტში გადასახდელების ანგარიშგების სალდო გადაიტანება ახლადშექმნილი უფლებამონაცვლე ორგანიზაციის პირადი აღრიცხვის ბარათზე. ამასთან, უფლება­მონაც­ვლე ორგანიზაცია ვალდებულია შეასრულოს რეორ­განი­ზებული გადამხდელის საბაჟო ვალდებულე­ბები და გადაიხადოს ყველა გადასახდელი, სანქცია ან/და საურავი, რომლებიც წარმოშობილი იყო რეორგანიზა­ციამდე. რეორგანიზებული პირის რამოდე­ნიმე უფლე­ბამონაცვლის არსებობის შემთხვევაში „სალდო“, ნარჩენი ან ზედმეტობა განაწილდება ამ უფლებამო­ნაცვლეებს შორის მათი წილის შესაბამისად.

4. რეორგანიზაციის დამთავრების შემდეგ გამოიყ­ვანება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სალდო, დაიხურე­ბა ბარათი უკუოპერაციებით (განულდება) და გაკეთდება ჩანაწერი (დანართი №2, სვეტი 2) ნარჩენი (ზედმეტობა) გადატანილია უფლებამონაცვლე ორგანიზაციის პირადი აღრიცხვის ბარათზე, მიეთითება მისი საიდენტიფიკაციო ნომერი, ბოლოს ამობეჭდილ ბარათზე კეთდება ხელმოწერა.

5. უფლებამონაცვლე ვალდებული პირის ბარათზე გადაიტანება რეორგანი­ზებული ორგანიზაციის სალდო, ნარჩენი (ზედმეტობა) და კეთდება ჩანაწერი: “გადმო­ტანილია რეორგანიზებული ორგანიზაციის ბარათიდან“ და მიეთითება რეორგანიზებული ორგანიზაციის საიდენ­ტი­ფიკაციო ნომერი, ამოიბეჭდება ბარათი და კეთდება ხელმოწერა.

6. საბაჟო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის ლიკვიდაციის თაობაზე სათანადო დოკუმენტაციის მიღე­ბის შემდეგ, დოკუმენტაციაში მითითებული ლიკვიდა­ციის თარიღისათვის დგება შედარების აქტი გადასახდე­ლების მიხედვით ბიუჯეტთან ანგარიშ­სწორების შესახებ თანახმად მოქმედი წესისა.

7. იურიდიული პირის შესახებ მონაცემებში შეი­ტანება ჩანაწერი “ლიკვი­დირებული იურიდიული პირი“.

8. საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციის მომენტი­სათვის არსებული საბაჟო ვალდებულება (რომელიც მოიცავს ჯარიმებსა და საურავებს) სრულდება სალიკ­ვიდაციო კომისიის მიერ ამ საწარმოს/ორგანიზა­ციის ფულადი და ქონების რეალიზაციის გზით მიღებული სახსრებით.

9. საწარმოს/ორგანიზაციის ფილიალის ან სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს საბაჟო ვალდებულებას ასრულებს თვითონ ის საწარმო ან ორგანიზაცია, რომელმაც დააფუძნა ფილიალი, ვინაიდან ფილიალს არ გააჩნია საკუთრების უფლება დამ­ფუძ­ნებ­ლის მიერ მისთვის გადაცემულ ან მოგვია­ნებით თავისი სახსრებით შეძენილ ქონებაზე და მასთან არსებული მთელი ქონება დამფუძნებელი ორგანიზაციის საკუთრებაა.

10. საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციამდე მისი ხელმძღვანელობა ვალდებულია მიმართოს საბაჟო ორგანოს საბაჟო შემოწმების ჩატარებისათვის, რათა დადგინდეს მისი საბოლოო საბაჟო ვალდებულება, რის შემდგომ უნდა დაიწყოს საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცედურები.

11. საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციის დროს საბაჟო ვალდებულებები უნდა შესრულდეს არა უგვიანეს ერთი თვის ვადისა, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს ორი თვის ვადით. აღნიშნული ვადა აითვლება ლიკვიდაციის დაწყებიდან. ამასთან, საბაჟო ვალდებულებების შესრულების ვადის ორ თვემდე გაგრძელება არ აჩერებს საურავების დარიცხვას.

12. სალიკვიდაციო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ხდება ბარათის განულება უკუოპერაციებით.

13. სასამართლოს მიერ ფიზიკური პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების შემთხვევაში, მის საბაჟო ვალდებულებებს ასრულებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად უფლებამოსილი პირი. საბაჟო ორგანოს მიეწოდება მასალები სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, სადაც მიეთითება:

ა) გვარი, სახელი, მამის სახელი;

ბ) საიდენტიფიკაციო ნომერი;

გ) სასამართლოს გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი;

დ) გადასახდელების სახეები, რომლებშიც ირიცხება საბაჟო დავალი­ანებები.

14. საბაჟო ორგანო ვალდებულია უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ქონების მმართველს გაუგზავნოს შეტყობინება ამ პირის საბაჟო დავალიანებისა და ვალდებულების შესახებ. უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის საბაჟო ვალდებულებების დადგენილი წესით შესრულების უზრუნველყოფის მიზნით.

15. გარდაცვლილი პირის საბაჟო ვალდებულებას მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულების ფარგლებში ასრულებს მისი მემკვიდრე (ან მემკვიდრეე­ბი). თუ მემკვიდრე ერთზე მეტია, თითოეული მათგანი გარდაცვლილის საბაჟო ვალდებულებას ასრულებს სამკვიდრო ქონებაში მისი წილის პროპორციულად. საბაჟო ვალდებულების შესრულება იწყება მემკვიდ­რეობის მიღების დღიდან.

16. ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში საბაჟო ორგანო მის მემკვიდრეებს (მათი არსებობის შემთხვევაში) უგზავნის შეტყობინებას, რომელშიც უნდა მიეთითოს, რომ ამ პირს ჰქონდა საბაჟო დავალიანება და მემკვიდრეობის მიღების შემთხვევაში მემკვიდრეობის მიღების დღიდან მემკვიდრეებს ეკისრებათ გარდაცვლილი პირის საბაჟო ვალდებულების შესრულება.

17. თუ არ არსებობს გარდაცვლილის მემკვიდრე, ან თუ ყველა მემკვიდრემ უარი განაცხადა მემკვიდრეობის მიღებაზე, დავალიანება ითვლება უიმედო საბაჟო და­ვა­ლია­ნე­ბად და ჩამოიწერება საქართველოს კანონ­მდებლობით დადგენილი წესით.

18. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო ვალდებულების მოცულობა აღემატება მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულებას, ამ ქონების ღირებულება უნდა მოხმარდეს საბაჟო ვალდებულებების დაფარვას, ხოლო დარჩენილი ნაწილი ჩაითვლება უიმედო საბაჟო დავალიანებად და ჩამოიწერება საქართველოს კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით.

19. სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული ფიზიკური პირის საბაჟო ვალდებულებას, მისივე ქონების (ფულადი სახსრების) ხარჯზე, ასრულებს მისი მეურვე. მეურვე ვალდებულია გადაიხადოს ქმედ­უუნარო პირის საბაჟო დავალიანება და პირის ქმედ­უუნაროდ აღიარების დღემდე მისთვის დაკისრებუ­ლი სანქციების თანხა.

20. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო ორგანოს მუშაკი წყვეტს თავისი მოვა­ლეობის შესრულებას (გათავი­სუფლება, სხვა სამუშაოზე გადასვლა და სხვა), ის ვალდებულია მოახდინოს ნაშთების დაზუსტება ყველა სახის გადასახადის მიხედვით და ნაშთების მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცეს იმ მუშაკს, რომელსაც დაევალა ამ ფუნქციების შესრულება.

    მუხლი 9. ვალდებული პირის მიერ ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხების პირადი აღრიცხვის ბარათებზე გადატანისა და დაბრუნების ასახვის წესი

1. თუ გადასახდელებისა და სანქციების გადახდილი თანხების ჯამი აღემატება დარიცხული დარიცხული გადასახდელებისა და სანქციების თანხების ჯამს, ითვლება, რომ ვალდებულ პირს გააჩნია ზედმეტად გადახდილი თანხები.

2. ცალკეული გადასახდელების მიხედვით ზედმეტად გადახ­დილია გადასახდელის თანხა, რომელიც გამოვლე­ნი­ლია ან ვალდებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, დადასტუ­რებულია საბაჟო ორგანოს მიერ, ან დადას­ტურებულია საქართველოს ფინანსთა სამინის­ტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტი­ლებით, ან წარმოშობილია სასა­მართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწ­ყვეტი­ლების საფუძ­ველზე.

3. ზედმეტობად არ ჩაითვლება:

ა) გადასახდელების ის თანხა, რომელთა გადახდის ვადა ჯერ არ დამდგარა;

ბ) საბაჟო დეკლარაციის წარდგენამდე თანხის წინასწარი გადახდა.

4. ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება ან სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე ვალდებული პირის სხვა გადასახ­დელის გადახდის ანგარიშში გადატანა კალენდალური წლის განმავ­ლობაში გადასახდელის სახეებში მობი­ლიზებული სახსრების ფარგლებში ხორციელდება „ბი­უჯე­ტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშ­სწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსუ­ლობის თანხის დაბრუნების, აღრიც­ხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს მთავრო­ბის 2005 წლის 14 მარ­ტის №45 დადგენილებისა და საქართველოს საბაჟო კოდექსის 214-216-ე მუხლების დებუ­ლებების შესაბამი­სად.

5. ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ან სხვა გადასახდელის ანგარიშში გადატანისთვის საბაჟო ორგანოს მიერ ყველა სახის გადასახდელის ბარათის მიხედვით ხდება ბარათთან დაკავშირე­ბული პირველადი დოკუმენტების შემოწმება, მათი მონაცემების ბარათის მონაცემებთან შედარება, შესაბამისი შედარების აქტების შედგენა და ფორმდება შესაბამისი დასკვნები (დანართები №6, №7).

6. ბარათზე ზედმეტობის არსებობისა და სხვა ბარათზე ან ბარათებზე ნარჩენის არსებობის შემთხვევაში ჯერ ხდება თანხების გადატანა ძირითადი დავა­ლიანების, საურავებისა და ჯარიმების დასაფარა­ვად. მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი დარჩენილი ზედმეტობის დაბრუნება გადამხდელთა ანგარიშზე.

7. საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემთხვე­ვაში ზედმეტად გადახ­დილი გადასახდელის თანხას საბაჟო ორგანოები პირველ რიგში ჩათვლიან სხვა გადასახდელების (მათ შორის, სანქციების) გადახდის ანგარიშში დავალიანე­ბის საერთო თანხის პროპორ­ცი­ულად ან უბრუნებენ საწარმოს/ორგანიზაციის სალიკვიდაციო კომისიას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციამდე მის მიერ ზედმეტად გა­დახდილი გადასახდელის თანხას საბაჟო ორგანო ჩათვლის ამ საწარმოს/ორგა­ნიზა­ციის უფლებამონაცვლის მიერ რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის გადასახდელი სხვა გადასახდელების (მათ შორის, სანქციების) ვალდებულებათა ანგარიშში საერ­თო თანხის პროპორციულად ან უბრუნდება უფლე­ბამონაც­ვლეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9. სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული ფიზი­კური პირის საბაჟო ვალდებულებების შესრუ­ლება ეკისრება მეურვეს ქმედუუნარო პირის ქონების (ფულადი სახსრების) ხარჯზე და იგი ვალდებულია გა­დაიხადოს ფიზიკური პირის მიერ გადაუხდელი გადა­სახ­დელის მთელი თანხა, ხოლო პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ქმედუუნა­როდ აღიარების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან განახლდება ადრე ჩამოწერილი საბაჟო ვალდებუ­ლებების მოქმედება, საურავის დარიცხვა (მათ შორის, ადრე დარიც­ხული) და ჯარი­მების დაკისრება.

10. საბაჟო ორგანოების საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდების არასწორი მითითების გამო შეცდო­მით ჩარიცხული თანხების აღსარიცხავად, საბაჟო ორგანოები აწარმოებენ შესაბამის რეესტრს (დანარ­თი №8).

11. ზედმეტად გადახდილი თანხების სხვა გადასახ­დელებზე გადატანისა და უკან დაბრუნების აღრიცხვის მიზნით, საბაჟო ორგანოები აწარმოებენ გადატანებისა და დაბრუნებების რეესტრებს (დანართები №9, №10).

12. ვალდებული პირის მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახდელის თანხის სხვა გადასახდელების ვალდებუ­ლე­ბათა ანგარიშში გადატანის შემ­თხვევაში, გადამ­ხდელს ეგზავნება შეტყობინება თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი №11), რომელშიც მიეთითება, თუ რომელი გადასახადის ანგარიშზე (ანგარიშებზე) განხორციელდა ზედმეტად გადახდილი გადასახდელის თანხის გადატანა.

13. დოკუმენტების განაწილება – განთავსებისას, რომლის საფუძველზეც განხორციელდა გადამხდელი­სათვის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა გადასახდელების გადახდის ანგარიშში ჩათვლა, ბარათებზე გატარდება შემდეგი ოპერაციები:

ა) შესაბამის ბარათზე, რომლიდანაც განხორციელდა ჩათვლა, დაბრუნება ან ბიუჯეტის შემოსულობათა სხვა გადასახდელის გადახდის ვალდებულებათა ანგარიშ­ში გადატანა, ჩათვლილი ან დაბრუნებული გადასახ­დელის თანხის ოდენობა აისახება გრაფაში “დაბრუ­ნებულია ან გადატანილია“;

ბ) პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომელზედაც განხორციელდა ჩათვლა – ოპერაცია აისახება გრაფაში “გადახდილია ბიუჯეტში.“

14. ვალდებული პირი უფლებამოსილია მოითხო­ვოს ზედმეტად გადახ­დილი გადასახდელის თანხის დაბრუნება ან სხვა გადასახდელების გადახდის ანგარიშში ჩათვლა, შესაბამისი ვალდებულების წარმოშობის კალენ­დარული წლის დასრულებიდან 6 წლის განმავ­ლო­ბაში, თუ საბაჟო კოდექსით (საქართველოს საბაჟო კოდექსის 216-ე მუხლი) სხვა ვადა არ არის დადგე­ნილი.

    მუხლი 10. ვალდებული პირის პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესი საბაჟო ვალდებულების შესრულების შეცვლის პერიოდში

1. საბაჟო დავალიანების რესტრუქტური­ზაციასთან დაკავშირებით ბარათის მე-5 სვეტში – „შემცირებულია“ და მე-18 სვეტში – “დარიცხული საურავი“ რესტრუქ­ტურიზებული თანხის გას­წვრივ მე-2 გრაფაში – „ოპერაციის შინაარ­სი’’ გაკეთდება ჩანაწერი – „რეს­ტრუქ­ტურიზებულია საქართველოს მთავ­რობის 200 წლის „ “ “ „№ განკარგულებით“, მე-5 სვეტ­ში – „შემცირებულია“ აისა­ხება რესტრუქტურიზებული დავალიანების ძირითადი ნაწილი და გატარდება ოპერაციით „შემცირებულია, რესტრუქტურიზებულია ძირითადი ნარჩენი, მე-12 სვეტში „შემცირებულია, რესტრუქტურიზებულია ფინანსური სანქცია, ხოლო მე-18 სვეტში – „დარიცხული საურავი’’ კი – რესტრუქ­ტუ­რიზებული საურა­ვის ნაწილი და გატარდება ოპერაციით „შემცირებულია, რესტრუქტუ­რიზებულია საურავი.

2. რესტრუქტურიზებული დავალიანება გაყინვის პერიოდში ნარჩენში არ აისახება.

3. ბარათში მოხდება რესტრუქტური­ზებული დავალი­ანების აღრიცხვა, კერძოდ, რესტრუქტურიზებუ­ლი დავალი­ანე­ბის აღდგენა საქარ­თველოს ფინანსთა სამინისტროსთან დადებული ხელ­შეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკიდან გამომდი­ნარე და მასთან ერთად აღირიცხება რესტრუქტურიზებუ­ლი დავალიანე­ბის დაფარვის მდგომარეობა.

4. ბარათზე ცალკე აღირიცხება რეს­ტრუქტური­ზებული დავალიანების ძირითადი ნაწილი, რესტრუქ­ტუ­რიზებული სანქცია-საურავი და დავალიანების აღდგენა აღირიცხება ცალ-ცალკე, გატარდება ოპერა­ციით „დაერიცხა რესტრუქ­ტურიზებული ნარჩენი, „დაერიცხა რესტრუქტურიზებული საბაჟო სანქცია, „დაერიცხა რესტრუქტურიზებული საურავი, „დაერიცხა სარგებელი“ .

5. რესტრუქტურიზებულ დავალიანებას გაყინვის პერიოდში საურავი არ ერიცხება, ხოლო გადავადების პერიოდში გადაუხდელ თანხას დაერიცხება საურავი. გადახდილი რესტრუქტურიზებული თანხით პირველ რიგში ჩამოიწერება ძირითადი დავალიანების, ხოლო შემდეგ ჯარიმისა და საურავის თანხა.

6. რესტრუქტურიზაციის რეჟიმის მოქმედება წყდება ვადის გასვლის, ვალდებული პირის მიერ ვადის გასვლამდე გადახდის ან რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში.

7. რესტრუქტურიზაციის რეჟიმის მოქმედება წყდება ვადის გასვლის, გადამხდელის მიერ ვადის გასვლამდე გადახდის ან რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში.

8. იმ შემთხვევაში, თუ პირობების დარღვევის გამო მოხდა რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტა, მაშინ ბარათზე მთლიანად აღსდგება რეს­ტრუქ­ტურიზებული დავალიანება როგორც ძირითად, ისე საურავის ნაწილში.

9. რესტრუქტურიზებული დავალიანება მთლიანად აღსდგება ასევე გადამხდელის მიერ ვადის გასვლამდე გადახდის დროსაც.

10. რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული დავალიანების გრაფიკით გადაუხდელ თანხას გადასახ­დელის ძირითად ნაწილში (როგორც რესტრუქტუ­რი­ზაციის ვადის ამოწურვის დროს, ისე რეჟიმის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში) რეჟიმის დაწყების თარიღიდან კვარტალების მიხედვით დაერიცხება საურავი. რაც შეეხება გადაუხდელ სანქცია-საურავის თანხას, მასზე საურავის დარიცხვა არ განხორციელ­დება.

11. რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობის დაწყე­ბის პერიოდიდან ხდება დავალიანების გაყინვა ანუ საბაჟო დავალიანების გადახდის შეჩერება, საქართვე­ლოს ფინანსთა სამინისტროსა და რესტრუქტურიზა­ციის რე­ჟიმში მომუშავე საწარმოს შორის დადებულ ხელშეკრუ­ლებაში განსაზღვრული ვადით. ვადაგადაცი­ლებული დავალიანების გადახდის ვალდებუ­ლების განვადების ანუ გადავადების პერიოდში ბარათზე მოხ­დება გაყინული საბაჟო დავალიანების დარიცხვა დავალიანებათა დაფარვის გრა­­ფიკით გათვალის­წინებუ­ლი თანხით, წლების მიხედ­ვით.

12. ბარათში რესტრუქტურიზებული დავა­ლიანების ძირითადი თანხა, სანქცია-საურავი და დავალიანების აღდგენა აღირიცხება ცალ-ცალკე.

13. გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის, რეაბი­ლიტაციის ან გაკოტრებაზე მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინების ძალაში შესვლის დღიდან, შესაბამისი რეჟიმის დასრულებამდე გაკოტრების ან რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფ საწარმოს, ამ რეჟიმების დაწყებამდე არსებულ ვადაგადა­ცილებულ დავალიანებაზე საურავი არ დაერიცხება.

14. საბაჟო გადასახდელების გადახდის ვადის გაგრძელება არ ათავისუფ­ლებს ვალდებულ პირს ბიუჯეტში საბაჟო გადასახდელების არადროული ჩარიცხვის გამო დარიცხული საურავის გადახდისაგან.

15. იმ შემთხვევაში, როდესაც საწარმო სასამარ­თლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე მუშაობს რეაბილიტაციის რეჟიმში, ამ რეჟიმში მუშა­ობის დაწყების პერიოდისათვის არსებული ვადაგადაცი­ლებული დავალიანების მოცულობა არ მცირდება, მათი გადახდევინება მოხდება რეაბილიტაციის რეჟიმში მუშაობის მთელ პერიოდში განჩინებით დამტკიცებული გრაფიკიდან გამომდინარე. ამ რეჟიმში მუშაობის დაწყებამდე არსებულ ძირითად ვადაგადა­ცილებულ დავალიანებას რეაბილიტაციის რეჟიმის პერიოდში საურავი არ დაერიცხება და გატარდება შემდეგი ოპერაციებით:

ა) გადავადების რეჟიმში შესვლის დროს:

ა.ა) „შეუმცირდა გადავადების საფუძველზე“ და თანხა მოიხსნება ნარჩენის ნაშთიდან, რომელზეც ერიცხება საურავი (დანართი №2, სვ.8.);

ა.ბ) „დაერიცხა გადავადების საფუძველზე“ და თანხა აისახება გრაფაში „ნარჩენი თანხა, რომელსაც საურავი არ ერიცხება“ (დანართი №2, სვ.9 და სვ.8);

ბ) გადავადების რეჟიმიდან გამოსვლის დროს:

ბ.ა) „შეუმცირდა გადავადების დასრულების საფუძველზე“ და თანხა მოიხსნება „ნარჩენი თანხა, რო­მელ­საც საურავი არ ერიცხება“ ნაშთიდან (დანართი №2, სვ.9 და სვ.8);

ბ.ბ) „დაერიცხა გადავადების დასრულების საფუძველზე“ და თანხა აისახება გრაფაში “ნარჩენი“ (დანართი 2 სვ.8).

16. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემული ინდივი­დუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უიმედო ვადაგადაცილე­ბული საბაჟო დავალიანების ჩამოწერის შემთხვევაში, ბარათზე, გადასახდელის სახეების მიხედვით გაკეთდება შემდეგი ჩანაწერი: “ჩამოწერილია, როგორც უიმედო ვადაგადა­ცილებული საბაჟო დავალიანება, საქართვე­ლოს ფინანსთა მინისტრის „… “ წლის ……№ ბრძანებით“, რომლის საფუძველზე ჩამოიწერება როგორც ძირითადი საბაჟო ვალდებულება, ასევე დარიცხული სანქცია.

17. თუ პირს ჩამოეწერა საბაჟო დავალიანება, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დავალიანების ჩამოწერის შესახებ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით აღნიშ­ნული თარიღიდან ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე განაახლებს ან აგრძელებს ეკონომიკურ საქმიანობას, ან/და დადგინდა, რომ მას აქვს ქონება, მაშინ ამ პირის მიმართ განახლდება ადრე ჩამოწერილი საბაჟო ვალდებულებე­ბის მოქმედება, საურავის დარიცხვა და ჯარიმის დაკისრება. ასეთ შემთხვევაში, ბარათზე გაკეთდება ჩანაწერი “აღდგენილია საქართველოს ფინანსთა მინისტრის „….“ წლის № ბრძანებით ჩამოწერილი უიმედო ვადაგადაცილებული საბაჟო დავალიანება“, რომლის საფუძველი იქნება უიმედო ვადაგადაცილებუ­ლი დავა­ლიანების ჩამოწერის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მისი ბათილად ცნობის შესახებ.

    მუხლი 11. შეტყობინება დარიცხულ საბაჟო ვალდებულებებზე

1. შეტყობინება არის საბაჟო ორგანოს ადმინის­ტრა­ციული აქტი, რომე­ლიც წარედგინება ვალდე­ბულ პირს (დანართი №12). შეტყობინების შესრუ­ლება სავალ­დებულოა საქართველოს საბაჟო კოდექ­სით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგე­ნილი წესით.

2. საბაჟო ორგანო ვალდებულია ვალდებულ პირს წარუდგინოს შეტყობინება, თუ დადგინდა საბაჟო სამართალდარღვევის არსებობა, გარდა იმ შემ­თხვევისა, როდესაც გადახდას დაქვემდებარებული გადასახდელის თანხა დეკლარირებულია საბაჟო დეკლარა­ციაში და მასში მითითებული თანხა შეესაბა­მება საბაჟო ორგანოს მიერ გაანგარიშებულ გადასახ­დელის თანხას.

3. შეტყობინებაში უნდა აღინიშნოს:

ა) საბაჟო ორგანოს დასახელება და მისამართი;

ბ) შეტყობინების გაგზავნის (გადაცემის) თარიღი;

გ) ვალდებული პირის რეკვიზიტები (სახელი და გვარი; დასახელება, მისა­მარ­თი);

დ) ვალდებული პირის საიდენტიფიკაციო ნომერი (მისი არსებობის შემ­თხვე­ვაში);

ე) მისი წარდგენის საფუძველი, საგადასახდელო ან/და საბაჟო კანონმდებ­ლობის აქტის იმ ნორმაზე მითითებით, რომლის თანახმადაც მოხდა საბაჟო ვალდებულებების დარიც­ხვა ან რომელიც დაარღვია ვალდებულმა პირმა;

ვ) მისი შინაარსი (დაბეგვრის ობიექტი, დარიც­ხული გადასახდელის, საურა­ვისა და ჯარიმის ოდენო­ბა, ამ მოთხოვნის შესრულების ვადა, გადახდის წესი);

ზ) ვალდებული პირის უფლებები და ვალდებულე­ბები (მათ შორის, შეტყო­ბინების გასაჩივრების წესი);

თ) მისი შესრულების უზრუნველყოფის ღონის­ძიებები, რომლებიც გამო­იყე­ნება ვალდებული პირის მიმართ ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში.

4. შეტყობინება შეიძლება გასაჩივრდეს საქარ­თველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი წესით.

5. საბაჟო ორგანო აწარმოებს ვალდებულ პირზე წარდგენილი „შეტყო­ბინების“ სარეგისტრაციო ჟურ­ნალს თანახმად №13 დანართისა.

    მუხლი 12. „გადამხდელის მოთხოვნა“

1. ვალდებული პირი საბაჟო ორგანოს წარუდგენს „გადამ­ხდელის მოთხოვ­ნას’’ (დანართი №14), მისი წარდგენის საფუძვლის დადგენის პირობებში და საბაჟო კოდექსით განსაზღვრულ შემ­თხვევებში მისი შესრულე­ბა სავალდებულოა.

2. საბაჟო ორგანოს “გადამხდე­ლის მოთხოვნა’’ წარედ­გინება, თუ კონკრე­ტული საბაჟო გადასახდელის ან/და საბაჟო სანქციის გადახდილი თანხა აღემატება დარიცხული საბაჟო გადასახდელის ან/და საბაჟო სანქციის თანხას.

3. „გადამხდელის მოთხოვნა’’ უნდა შეიცავდეს შემ­დეგ მონაცემებს:

ა) საბაჟო ორგანოს დასახელება და მისამართი;

ბ) მისი გაგზავნის (გადაცემის) თარიღი;

გ) ვალდებული პირის რეკვიზიტები (სახელი და გვარი) დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემ­თხვე­ვაში), მისამართი;

დ) მისი წარდგენის საფუძვლები;

ე) მისი შინაარსი (დასაბეგრი ობიექტი, დარიცხული გადასახდელისა და საურავის ოდენობა. ამ მოთხოვნის შესრულების ვადა, გადახდის წესი);

ვ) საბაჟო დავის განხილვის ფორმა (საქართველოს ფინანსთა სამინის­ტროს სის­ტემაში ან სასამართლოში).

4. “გადამხდელის მოთხოვნას’’ უნდა დაერთოს საბუთები, რომელთა საფუძველზედაც მოხდა მისი წარდგენა.

5. “გადამხდელის მოთხოვნა’’ უნდა ჩაბარდეს უშუალოდ საბაჟო ორგანოს ან უნდა გაიგზავნოს დაზღვეული საფოსტო გზავნილით.

6. საბაჟო ორგა­ნოსათვის გასაგზავნი “გადამხდელის მოთხოვნა“ გადაცემუ­ლად ითვლება, თუ იგი გაიგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით ან ჩაბარდა უშუალოდ საბაჟო ორგანოს.

7. საბაჟო ორგანო აწარმოებს ვალდებული პირის მიერ საბაჟო ორგანო­სათვის წარდგენილი „გადამხდე­ლის მოთხოვნის’’ სარეგისტრაციო ჟურნალს (დანარ­თი №15). ჟურნალი უნდა იყოს დანომრილი, ზონარ­გაყრილი, ხელმოწერილი საბაჟო ორგანოს ხელ­მძღვანელი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით.

    მუხლი 13. „შეტყობინებისა’’ და „გადამხდელის მოთხოვნის’’ შესრულების წესი

1. თუ საბაჟო ვალდებულების წარმოშობის საფუძ­ველია საბაჟო დეკ­ლარაცია, საბაჟო გადასახდელების გადახდა ხდება საქონლის საბაჟო პროცე­დურების დამთავრებამდე, კანონმდებლობის შესაბამისად, თუ საბაჟო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. თუ საბაჟო გადასახდელების გადახდის საფუძველს არ წარმოადგენს საბაჟო დეკლარაცია, გადასახდელი თანხა ექვემდებარება გადახდას დარიცხული საბაჟო გადასახდელების თაობაზე შეტყობინების მიღების დღიდან 5 კალენ­დარული დღის განმავლობაში.

3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ ვადაში ვალდებული პირი უარს აცხადებს გადაწყვეტილების შესრულებაზე, იგი ვალდე­ბულია საბაჟო ორგანოს შეტყობინების მიღებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში საბაჟო ორგანოს გაუგზავნოს წერილო­ბითი შესაგებელი, თუ დავის დაწყების ფორმად ირჩევს მის გადაწყვეტას ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, ან წერილობითი შეტყობინება, თუ დავის გადაწყვეტის ფორმად ირჩევს მის გადაწყვეტას სასამართლოში.

4. თუ ვალდებულმა პირმა განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხადა დადგენილი საბაჟო გადასახდელი ან/და ჯარიმა-საურავი, საბაჟო ორგანოები ამ ვალდებული პირის მიმართ ახორციელებენ ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს საქართვე­ლოს საგადასახდელო კოდექსის XI თავით საგადასახ­დელო ორგანოებისათვის დადგენილი წესით.

5. „შეტყობინება დარიცხულ საბაჟო გადასახდელებ­ზე“ და „გადამხდელის მოთხოვნა“ წყდება მათი შეს­რულებით ან გაუქმებით.

6. გადამხდელის მიერ “შეტყობინებაში“ აღნიშნული თანხის სრული მოცულობით გადახდის მომენტიდან „შეტყობინება“ ითვლება შესრულებულად, ხოლო „გადამხდელის მოთხოვნა“ შუსრულებულად ითვლება საბაჟო ორგანოს მიერ მასში აღნიშნული თანხის სრული მოცულობით გადახ­დის მომენტიდან.

7. „შეტყობინება დარიცხულ საბაჟო გადასახდე­ლებზე“ და „გადამხდელის მოთხოვნა“ გაუქმებულად ჩაითვლება, თუ წარმომდგენმა მასზე უარი განაცხადა, ან თუ, კანონმდებლობის შესაბამისად, მოთხოვნა ცნობილ იქნა დაუსაბუთებლად.

    მუხლი 14. გადასახდელის გადახდის ვადაგადატანილი დავალიანებების აღრიცხვის წესი

1. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახ­დელის გადახდის ვადა­გადატანილი, მათ შორის რეს­ტრუქ­ტურიზებული დავალიანებები ფიქსირდება ბარათზე, კერძოდ, მიეთითება შეღავათიანი რეჟიმის ვადის დასაწყისი და დასასრული, აგრეთვე იმ ნორმა­ტიული აქტის ნომერი, რომლის სა­ფუძ­­ველ­ზეც განხორ­ციელდა გადახდის ვადის გადატანა.

2. გადახდის ვადის გადატანის რეჟიმის მოქმედება წყდება ვადის გასვლის, გადამხდელის მიერ ვადის გას­ვლამდე დავალიანების გადახდის ან რესტრუქ­ტურიზა­ციის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში.

3.  გადამხდელის მიერ გადახდის ვადის გადატანის პი­რო­­ბების დარ­ღვე­ვის აღმოჩენის შემთხვევაში, საგა­დასახადო ორგანო ვალდებულია 3 დღის ვადაში შეატყობინოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს ამ რეჟიმის გაუქმების შესახებ.

    მუხლი 15. ვალდებული პირის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტის გაფორმების წესი

1. ვალდებული პირის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტისა და ცალკეულ გადასახდელზე ბარათის ამოსაბეჭდად, ვალდებული პირი ვალდებულია წერი­ლობით მიმართოს საბაჟო ორგანოს უფროსს ან მის მოადგილეს.

2. შედარების აქტი ვალდებულმა პირმა შეიძლება მოითხოვოს წლის ნების­მიერ დროს და საბაჟო ორგანოს პასუხისმგებე­ლი მუშაკი ვალდებულია ამობეჭდოს იგი ვალდებული პირის მიმართვიდან 2 დღის განმავლობაში. იგი აუცი­ლებლად უნდა ამოიბეჭდოს აგრეთვე წლიური შედეგების შეჯამების დროს.

3. შედარების აქტი იბეჭდება გადამხდელი საწარმოს/ორგა­ნიზაციის რეორ­განიზა­ციისა და ლიკვიდაციის დროს.

4. შედარების აქტი (დანართი №16) ამოიბეჭდება გარ­კვეული პერიოდი­სათვის – საანგარიშო პერიოდის დასაწყი­სისათვის და ბოლოსათვის (მ.შ. ყოველკვარ­ტალუ­რად).

5. შედარების აქტში, საანგარიშო პერიოდის დასა­წყისისათვის და ბოლოსათვის, მიეთითება ნარჩენის, საურავისა და ზედმეტობის თანხები გადასახდელის სა­ხეე­ბის მიხედვით, ხოლო მთელი პერიოდის განმავ­ლო­ბაში – გაიანგარიშება დარიცხული, დამატებით დარიცხული და გადახდილი გადასახდელების ოდენობა.

6. თუ ვალდებული პირი არ ეთანხმება შედარების აქტის მონაცემებს, მაშინ იგი “შენიშვნაში“ მიუთითებს შესაბამის მიზეზს, ხოლო საბაჟო ორგანოს პასუხის­მგებელი მუშაკი ვალდებულია 5 სამუშაო დღის განმავ­ლობაში აღმოფხ­ვრას განსხვავება ვალდებული პირისა და საბაჟო ორგანოში არსებული დოკუმენტების მონა­ცემებს შორის.

7. შედარების აქტს ხელს აწერენ საბაჟო ორგანოს უფროსი და ვალდებული პირი ან მისი ბუღალტერი.

8. შედარების აქტი იბეჭდება 2 ეგზემპლარად: ერ­თი გადაეცემა ვალდებული პირს, მეორე კი რჩება საბაჟო ორგანოში და ინახება ვალდებული პირის პირად საქმეში.  

 

 

დანართი №2

ვალდებული პირის პირადი აღრიცხვის ბარათი

საბაჟო ორგანოს დასახელება     დროის პერიოდი  

 

ვალდებული პირის დასახელება    გადასახდელის დასახელება

საიდენტიფიკაციო კოდი

    

ოპერა ციის ჩაწერის თარიღი

ოპერა ციის შინაარ სი

გადახ დის ვადა და ჩარიც ხვის თარიღი

ანგარიშსწორება ძირითადი გადასახადის მიხედვით

ანგარიშსწორება საბაჟო სანქციის სახით ჯარიმის თანხაზე

დარიც ხულია

შემცირე ბულია

გადახ დილია ბიუჯე ტში

უკან დაბრუნე ბულია ან გადატა ნილია

ანგარიშსწორების სალდო

დარიც ხულია

შემცირე ბულია

გადახდი ლია ბიუჯეტ ში

უკან დაბრუნე ბულია

ანგარიშსწორე ბის სალდო

ნარ ჩენი

მ.შ. ნარჩენი თანხა, რომელსაც საურავი არ ერიცხება

ზედმეტად გადახ დილი

ნარჩე ნი

ზედმე ტად გადახდი  ლი

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შედეგი პერიოდისათვის

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ანგარიშსწორება საურავის დარიცხვაზე და გადახდაზე

სულ ანგარიშსწორების სალდო

წლის დასაწყისიდან ჩარიცხულია სულ უკან დაბრუნების გამოკლებით

დარიცხულია ან შემცირებულია

საურავი, რომელიც არ დაერიცხა სალდირების შედეგად

გადახდილია ან დაბრუნებულია

(„-") საურავი

გადაუხდელი საურავის - ნაშთი

დავალიანება

ზედმე ტობა სვტ.

10+სვტ.

16

დროის პერიოდი

დარიცხულია საურავი

სულ მ.შ.

ნარჩენი სვტ.8+სვტ.

15

საურავი სვტ

.21

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი –––––––––––(ხელმოწერა, თარიღი)

შემსრულებელი ––––––––––––––––––––––––––– (ხელმოწერა, თარიღი)

                                                           

დანართი №3

 

საბაჟო ორგანოს დასახელება –––––––––––––––––––––––––––

საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის ჟურნალი

გადასახდელის დასახელება –––––––––––––––––––––––––––

 

№

ვალდებული პირის დასახელება

ვალდებული პირის საიდენტ.

ნომერი

მიიღო

გადაეცა

დაერიცხა ან შეუმცირდა

 

 

 

თარიღი

შემსრულე ბელი

თარიღი

შემსრულე ბელი

გადახდის ვადა

თანხა

შემსრულე ბელი

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინფორმაციული უზრუნველყოფის

განყოფილების უფროსი            –––––––––––– (ხელმოწერა, თარიღი)

შემსრულებელი                 ––––––––––––– (ხელმოწერა, თარიღი)

                                            

 

     დანართი №4

საბაჟო ორგანოს დასახელება ––––––––––––––––––––––––––––––

საბაჟო შემოწმებებითა და სასამართლოს გადაწყვეტილებებით

დარიცხული თანხების შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციის ჟურნალი

 

გადასახდელის დასახელება ––––––––––––––––––––––––––––––

 

N

 

ვალდებული პირის დასახელება

ვალდებული პირის საიდენტიფიკაციო ნომერი

გადაწყვეტილე-ბა

აღრიცხულია ბარათზე

დაერიცხა ან შეუმცირდა

თარიღი

ნომერი

თარიღი

შემსრულე ბელი

გადასახდე ლის სახე

თანხა სულ

მათ შორის

ძირითადი თანხა

ჯარიმა/ სანქცია

საურავი

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საბაჟო ორგანოს უფროსი               –––––––––––– (ხელმოწერა, თარიღი)

შემსრულებელი                 ––––––––––––– (ხელმოწერა, თარიღი)

 

დანართი №5

გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ოპერაციის შინაარსის ჩანაწერების

ტიპური ჩამონათვალი

 

დაერიცხა

შეუმცირდა

აქტით

აქტით

დეკლარაციით

დეკლარაციით

კამერალური შემოწმებით

კამერალური შემოწმებით

ძირითადი ნარჩენის გადმოტანა სხვა ბარათიდან

ძირითადი ნარჩენის გადატანა სხვა ბართზე

დასკვნით

დასკვნით

წერილით

წერილით

სასამართლოს გადაწყვეტილებით

სასამართლოს გადაწყვეტილებით

რესტრუქტურიზებული ნარჩენის აღდგენა

რესტრუქტურიზებულია ძირითადი ნარჩენი

გაკოტრების საქმის საფუძველზე

გაკოტრების საქმის საფუძველზე

გაკოტრების საქმის დასრულების საფუძველზე

გაკოტრების საქმის დასრულების საფუძველზე

ზედმეტობის გადატანა სხვა ბარათზე

ძირით. ზედმეტ. გადმოტანა სხვა ბარ-დან

გადახდილია

დაბრუნებულია

საგადასახადო დავალებით

სხვა გადასახდელში

დასკვნით

ზედმეტობის გადატანა სხვა ბარათზე

საინკასო დავალებით

დასკვნით

ნაწილობრივ

 

დავალების გარეშე

 

გადმოტანილია სხვა გადასახადიდან

 

ძირით. ზედმეტ. გადმოტანა სხვა ბარ-დან

 

 

დაერიცხა საბაჟო სანქცია

შეუმცირდა საბაჟო სანქცია

აქტით

აქტით

დასკვნით

დასკვნით

დაგვიანებისთვის

გადაწყვეტილებით

საბაჟო სანქც. ნარჩ. გადმოტ. სხვა ბარ-დან

რესტრუქტურიზებულია საბაჟო სანქცია

(ჯარიმა)

 

რესტრუქტურიზებული სანქციის აღდგენა

 

სარგებელი

 

 

 

დაერიცხა საურავი

შეუმცირდა საურავი

აქტით

წერილით

დასკვნით

აქტით

საურავის გადმოტანა სხვა ბარათიდან

დასკვნით

რესტრუქტურიზებული საურავის აღდგენა

საურავის გადატანა სხვა ბარათზე

 

რესტრუქტურიზებულია საურავი

 

შემცირებულია საურავი ზედმ. ხარჯზე

გადახდილია საბაჟო სანქცია

 

საბაჟო სანქც.ზედმეტ.

გადმოტ. სხვა ბარ-დან

 

გადავადებული თანხის დარიცხვა

 

ჩაეთვალა

 

ფინანასთა სამინისტროს წერილით

 

 

 

ძირითადი ნარჩენი წლის დასაწყისისათვის

საბაჟო სანქციის ნარჩენი წლის დასაწყისისათვის

საურავი წლის დასაწყისისათვის

ძირითადი მეტობა წლის დასაწყისისათვის

საბაჟო სანქციის მეტობა წლის დასაწყისისათვის

გადავადებულია

 

გადავადებულია საურავი

გადახდილია საურავი

 

უკან დაბრუნებულია საბაჟო სანქცია

 

 

დანართი №6

 "ვამტკიცებ"

საიდენტიფიკაციო ნომერი

     საბაჟო ორგანოს უფროსი

 

 "----"---------------------- 200 წ.

 

დ ა ს კ ვ ნ ა

(გადამხდელის დასახელება) განცხადებაზე ბიუჯეტში ზედმეტად (შეცდომით) გადახდილი გადასახდელის თანხების დაბრუნების შესახებ

------------------ საბაჟო ორგანო ადასტურებს, რომ გადამხდელს (დასახელება) პირადი აღრიცხვის ბარათზე გადასახდელზე (დასახელება და სახაზინო კოდი) დასკვნის შედგენის დღეს

ერიცხება ზედმეტობა ------------------------ (თანხა სიტყვიერად) ლარის ოდენობით.

 საბაჟო ორგანოში არსებული შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმებით და გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი ელექტრონული მონაცემების პირადი აღრიცხვის ბარათებთან შედარებით, დადასტურებულია არსებული ზედმეტობის რეალობა,

რომელიც გამოწვეულია -------------------------------------------------------------------- მიზეზით.

გადამხდელი ითხოვს აღიარებული ზედმეტად გადახდილი თანხიდან -------(თანხა სიტყვიერად) ლარის დაბრუნებას.

ანგარიშსწორების ანგარიშზე -------------, ბანკის დასახელება -------------, ბანკის კოდი -------.

 

ინფორმაციული უზრუნველყოფის

განყოფილების უფროსი      –––––––––––––––––––– (ხელმოწერა, თარიღი)

შემსრულებელი ––––––––––––––––––– (ხელმოწერა, თარიღი)

 

*ცალკეულ შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნეს დასკვნის უფრო გავრცობილი ვარიანტი, ზედმეტობის წარმოშობის პერიოდის და მიზეზების, გადამხდელის შესახებ სხვა დეტალური ინფორმაციის მითითებით.

 

 

დანართი №7

საიდენტიფიკაციო ნომერი

 

 "ვამტკიცებ"

 –––––––––––––––––––––––––––––––––

 საბაჟო ორგანოს უფროსი

 "----"---------------------- 200 წ.

დ ა ს კ ვ ნ ა N

(გადამხდელის დასახელება) განცხადებაზე ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი გადასახდელის თანხების სხვა გადასახდელზე გადატანის შესახებ

საბაჟო ორგანო (დასახელება) ადასტურებს, რომ გადამხდელს (დასახელება) პირად ბარათზე გადასახდელზე (დასახელება და სახაზინო კოდი) დასკვნის შედგენის დღეს ერიცხება ზედმეტობა . . . . . . . . . . . . . ლარის ოდენობით.

პირველადი დოკუმენტების შემოწმებით დადგენილია არსებული ზედმეტობა, რომელიც გამოწვეულია . . . . . . . . . . . . . . . . . . . მიზეზით.

გადამხდელი ითხოვს ზედმეტად არსებული თანხიდან . . . . . . . . . . ლარის გადატანას გადასახდელიდან (დასახელება) გადასახდელზე (დასახელება).

ინფორმაციული უზრუნველყოფის

განყოფილების უფროსი      –––––––––––––––––––– (ხელმოწერა, თარიღი)

შემსრულებელი ––––––––––––––––––– (ხელმოწერა, თარიღი)

 

 

დანართი №8

საბაჟო ორგანოს დასახელება ––––––––––––––––––––––––––––

სახაზინო კოდების არასწორად მითითების გამო შეცდომით ჩარიცხული

თანხების რეესტრი

საიდენტიფიკაციო ნომერი 200…. . წელი

 

N

 

ვალდებული პირის დასახელება

ვალდებული პირის საიდენტ. ნომერი

გადასახდელის

სახე

 

თანხა (ლარი)

 

ჩარიცხვის თარიღი

დაბრუნების

თარიღი

1

2

3

4

5

6

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინფორმაციული უზრუნველყოფის

განყოფილების უფროსი                 –––––––––––– (ხელმოწერა, თარიღი)

შემსრულებელი                      ––––––––––––– (ხელმოწერა, თარიღი)

 

დანართი №9

საბაჟო ორგანოს დასახელება ––––––––––––––––––––––––––––

ზედმეტად გადახდილი თანხების სხვა გადასახდელებზე გადატანის რეესტრი

საიდენტიფიკაციო ნომერი 200.. წელი

 

N

 

ვალდებული პირის

დასახელება

ვალდებული პირის საიდენტ.

ნომერი

გადასახდელის სახე

დასკვნის

 N

დასკვნის

თარიღი

საგადახდო

დავალების N

თანხის გადატანის თარიღი

თანხა (ლარი)

რომელი გადასახდელიდან

რომელ გადასახდელზე

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინფორმაციული უზრუნველყოფის

განყოფილების უფროსი                 –––––––––––– (ხელმოწერა, თარიღი)

შემსრულებელი                      –––––––––––– (ხელმოწერა, თარიღი)

         

დანართი №10

საბაჟო ორგანოს დასახელება –––––––––––––––––––––––––

 

ზედმეტად გადახდილი თანხების ბიუჯეტიდან უკან დაბრუნების რეესტრი

საიდენტიფიკაციო ნომერი 200.. წელი

 

N

ვალდებული პირის დასახელება

ვალდებული პირის საიდენტ.

ნომერი

 

გადასახდელის სახე

დასკვნის N

დასკვნის თარიღი

 

საგადახდო

დავალების N

თანხა

(ლარი)

თანხის დაბრუნების თარიღი

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინფორმაციული უზრუნველყოფის

განყოფილების უფროსი                 –––––––––––– (ხელმოწერა, თარიღი)

შემსრულებელი  –––––––––––– (ხელმოწერა, თარიღი)

 

დანართი №11

შეტყობინება №

ვალდებული პირის მიერ ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხის სხვა გადასახდელების გადასახდელის ვალდებულებათა ანგარიშში გადატანის შესახებ

200 წ. ¨———¨ —————————————-

ვალდებული პირის რეკვიზიტები: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(სახელი, გვარი, სახელწოდება)

საიდენტიფიკაციო №

მისამართი:

ვალდებული პირის მიერ ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხის სხვა გადასახდელების

გადასახდელის ვალდებულებათა ანგარიშში გატანის საფუძველი

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 (გადამხდელის წერილობითი მომართვის თარიღი, N)

ზემოაღნიშნული მომართვის შესაბამისად, ––––––––––––––––––––––––––––

(პ/ა ბარათის დასახელება)

პირადი აღრიცხვის ბარათზე 200 წლის “———”—-—————” მდგომარეობით რიცხული —

ზედმეტობიდან გადატანილი იქნა ———————————— პირადი აღრიცხვის ბარათზე

 (პ/ა ბარათის დასახელება)

საბაჟო ორგანოს უფროსი ––––––––––––––––––––– ¨———¨ –––———— 200 წ.

 (ხელმოწერა)

დანართი №12

 

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს

საბაჟო დეპარტამენტი

 

 

საბაჟო ორგანო ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                        (დასახელება, მისამართი)

 

 

 

შეტყობინება დარიცხულ საბაჟო ვალდებულებებზე № -------------------------

“-----------“ “---------------------------------------------“ 200 წ.

 (რიცხვი)                                   (თვე)

 

 ვალდებული პირის რეკვიზიტები

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

გვარი, სახელი/დასახელება)

 

საიდენტიფიკაციო ნომერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მისამართი --------------------------------------------------------------------------------------

საბაჟო კოდექსის------------------------------------------------------------- საფუძველზე

 (მიეთითება საბაჟო კანონმდებლობის ის ნორმა,

 რომლის საფუძველზეც მოხდა გადასახდელის დარიცხვა)

გადასახდელად დაგერიცხათ:

 

 

გადასახდელის დასახელება

გადასახდელის

ძირითადი თანხა

ჯარიმა

საურავი

სულ

ექვემდებარება გადახდას არა უგვიანეს

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გადასახდელის გადახდის ადგილი და წესი: ——————————————————————

ამ შეტყობინების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თქვენ მიმართ გამოყენებულ იქნება საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლით გათვალის­წინებული საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

თქვენი უფლებები და ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კოდექსის 39-43-ე მუხლებით.

„შეტყობინება დარიცხულ საბაჟო გადასახდელებზე” შეიძლება გასაჩივრდეს საბაჟო კოდექსის IX კა­რით დადგენილი წესით საბაჟო ორგანოს გადაწყვე­ტილების მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, საბაჟო ორგანოში წე­რილობითი შესაგებლის წარდგენის გზით. აგრეთვე სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საბაჟო ორგანოს უფროსი ———————————————————————- (ხელმოწერა)

ბ.ა.

 

 დანართი №13

საბაჟო ორგანოს დასახლება ––––––––––––––––––––––––

 

ვალდებულ პირზე “შეტყობინების" წარდგენის სარეგისტრაციო

ჟურნალი

 

N

„შეტყობინება“

ვალდებული პირის დასახელება

საიდენტ. ნომერი

დარიცხვის საფუძველი

გადასახდე ლის სახე

დარიცხული თანხის ოდენობა, ლარი

სულ დარიცხული გადასახდე ლის თანხა (გრაფა 8+9+10)

„შეტყობი

ნება" ჩაბარდა ვალდებულ პირს (თარიღი)

შენიშვნა

N

თარიღი

გადასახდე ლის ძირითადი თანხა

საურავი

ჯარიმა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საბაჟო ორგანოს უფროსი               –––––––––––– (ხელმოწერა, თარიღი)

შემსრულებელი                 –––––––––––– (ხელმოწერა, თარიღი)

 

დანართი №14

გადამხდელის მოთხოვნა

საბაჟო ორგანოს დასახელება და მისამართი ——————————————————————

——————————————————————————————————————————

ვალდებული პირის

რეკვიზიტები ———————————————————————————————————

(სახელი, გვარი/დასახელება)

საიდენტიფიკაციო ნომერი ——————————————-

მისამართი ————————————————————————————————————

გაცნობებთ, რომ პირადი აღრიცხვის ბარათზე მერიცხება ზედმეტად გადახდილი თანხა, სულ

—————ლარის ოდენობით. მათ შორის ————————— გადასახადზე ——— ლარი და ა.შ.

     გთხოვთ, საბაჟო კოდექსის 214-ე მუხლის შესაბამისად, ——————გადასახადზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხიდან ———— ლარი გადამიტანოთ —— გადასახადზე (დამიბრუნოთ ჩემს ანგარიშსწორების ანგარიშზე: ბანკი—————————————, ბანკის კოდი————,

ა/ა ————————).

     დავის განხილვის ფორმა —————————————————————————————

                                                                      (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან სასამართლოში)

     მოთხოვნას თან ერთვის შედარების აქტი და სხვა საბუთები, რომლებიც ადასტურებენ ზედმეტობის არსებობას.

ხელმოწერა ————————————————

ბ.ა. “——“———————————“ 200 წ.

 

დანართი №15

ვალდებული პირის მიერ საბაჟო ორგანოსათვის წარდგენილი “გადამხდელის მოთხოვნის” სარეგისტრაციო ჟურნალი

საიდენტიფიკაციო ნომერი

 

N

ვალდებული პირის დასახელება

ვალდებული პირის საიდენტ. ნომერი

“გადამხდელის მოთხოვნის”

“გადამხდელის მოთ­ხოვნის” საბაჟო ორგანოში რეგისტრაციის თარიღი

რა თანხაზე იქნა წარმოდგენილი “გადამხდელის მოთხოვნა”

დავის განხილვის ფორმა

 

N

თარიღი

სულ

მათ შორის

 

გადასახადის თანხა

საურავი

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საბაჟო ორგანოს უფროსი               –––––––––––– (ხელმოწერა, თარიღი)

შემსრულებელი                 –––––––––––– (ხელმოწერა, თარიღი)

 

 დანართი №16

საბაჟო ორგანოს დასახელება –––––––––––––––––––––––––––––

 

ვალდებული პირის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტი

 

დეკლარანტის დასახელება ---------------------------------------

დეკლარანტის საიდენტიფიკაციო ნომერი

 

 

N

 

 

გადასახდელის

დასახელება

სალდო – საანგარიშო პერიოდის დასაწyისისათვის

დარიცხულია ან შემცირებულია

გადასახდელები საანგ.პერიოდში

დავალიანება

ზედმეტობა

სულ

მათ შორის

ნარჩენი

საურავი

ძირითადი

საურავი

1

2

3

4

5

6

7

8

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ:

 

 

 

 

 

 

 

 (გაგრძელება)

 

დამატებით დარიცხულია ან შემცირ.გადასახ.საანგ.

პერიოდში (საურავი)

გადახდილია

ბიუჯეტში სულ

სალდო – საანგარიშო პერიოდის დასასრულისათვის

დავალიანება

ზედმეტობა

სულ

მათ შორის

ძირითადი

საურავი

ნარჩენი

საურავი

9

10

11

12

13

14

15

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შენიშვნა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

შედარების თარიღი –––––––––––––

საბაჟო ორგანოს უფროსი                    –––––––––––– (ხელმოწერა, თარიღი)

დეკლარანტი (მთავარი, უფროსი ბუღალტერი)   –––––––––––– (ხელმოწერა, თარიღი)

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია