საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალისტების დაშვების და იმპორტის საბაჟო რეჟიმით შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებისა და მათი რეკვიზიტების შემოწმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1778/1497
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2006-12-20
გამოქვეყნების თარიღი
2008-06-09
სარეგისტრაციო კოდი
230150070.22.330.009697
საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალისტების დაშვების და იმპორტის საბაჟო რეჟიმით შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებისა და მათი რეკვიზიტების შემოწმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.009.697

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №1778–№1497

2006 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალისტების დაშვების და იმპორტის საბაჟო რეჟიმით შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებისა და მათი რეკვიზიტების შემოწმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილის, 78-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,საქარ­თველოს ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუა­ლებე­ბის საბაჟო გაფორმების, საგადასახადო ვალდებულების შესრულე­ბისა და სავალ­დებულო რეგისტრაციის გამარტივების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართვე­­ლოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 მარტის №125 ბრძა­ნე­ბულების მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:

1. დამტკიცდეს „საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცია­ლის­ტების დაშვების და იმპორტის საბაჟო რეჟიმით შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებების დათვა­ლიე­რებისა და მათი რეკვიზიტების შემოწმების შესახებ” თანდართული ინსტრუქცია.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 თებერვლის  ერთობლივი ბრძანება №174-№242-სსმIII,№34,05.03.2008წ.,მუხ.370

2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საბაჟო კონტროლის ზონაში საქართვე­ლოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო და საგადა­სახადო ორგანოების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინის­ტროს სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო ორგანოების შეთანხმებული და კოორდინირებული თანამშრომლობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 30-26 აგვისტოს №823–№876 ერთობლივი ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

ა. ალექსიშვილი

ი. მერაბიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 მაისის  ერთობლივი ბრძანება №499-№701-სსმIII,№72,22.05.2007წ.,მუხ.780

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 თებერვლის  ერთობლივი ბრძანება №174-№242-სსმIII,№34,05.03.2008წ.,მუხ.370

3.ძალადაკარგულია-საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 9-6 ივნისის ერთობლივი ბრძანება №500-№653-სსმIII,№82,09.06.2008წ.,მუხ.890

 

ინსტრუქცია

საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალისტების დაშვების და იმპორტის საბაჟო რეჟიმით შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებისა და მათი რეკვიზიტების შემოწმების შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1.

1. ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს საბაჟო კონტრო­ლის ზონაში სატ­რანს­პორტო საშუალებების მიმართ საბაჟო რეჟიმის გამოყენებასთან, საბაჟო ვალ­დებულებე­ბის შესრულებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, აგრეთვე საქარ­თველოს შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამისი ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლება-მოვალეობებს, საბა­ჟო, საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ფორ­მისა და სარეგისტრაციო დოკუმენტების შევსების წე­სებსა და მათი წარდგენის თავისებურებებს.

2. ამ ინსტრუქციის მიზანია ხელი შეუწყოს ფიზიკუ­რი და იურიდიული პირებისათვის სატრანსპორტო საშუა­ლებების საბაჟო რეჟიმის გამოყენების, სავალ­დებულო რეგისტრაციისა და საგადასახადო ვალდებუ­ლებათა შესრულების პროცედურების გამარტივებას, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამისი ორგანოების შეთანხმებულ და კოორდინირებულ თანამშრომლობას.

    მუხლი 2.

ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებსა და ცნებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საბაჟო კონტროლის ზონა – სსიპ საქართვე­ლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ქ. თბილისის სამმართველოს, ქ. ქუთაისის, ქ. ფოთის, ქ. ბათუმის,                ქ. ახალციხის, ქ. თელავისა და ქურთას განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახუ­რებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუ­ფე­ბის განლაგების ადგილი;

ბ) საბაჟო ორგანო – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული ორგანოების სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომელთა ფუნქცია არის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო რეჟიმის გამოყენებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება;

გ) საგადასახადო ორგანო – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით შექმნილი და შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი სპეციალისტების ჯგუფი, რომელიც განთავსებულია საბაჟო კონტროლის ზონაში;

დ) სარეგისტრაციო ორგანო – სსიპ საქართვე­ლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ქ. თბილისის სამმართველოს, ქ. ქუთაისის, ქ. ფოთის, ქ. ბათუმის,                ქ. ახალციხის, ქ. თელავისა და ქურთას განყოფილებების სარეგისტრაციო სამსა­ხურები;

ე) დეკლარანტი – სატრანსპორტო საშუალების მიმართ უფლებამოსილი პირი (მესაკუთრე) ან მისი წარმომადგენელი, რომელიც პირის მიერ გაცე­მული ერთჯერადი ან გენერალური მინდობილობის, აგრეთვე ხელშეკრულების ან მისი შემცვლელი დოკუმენტის საფუძველზე კისრულობს საბაჟო ორგანოში საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, საბაჟო პროცედურების განხორციელების ან/და საბაჟო ორგანოს მიერ მიღებუ­ლი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვალდე­ბუ­ლებას;

ვ) საბანკო საქმიანობა – საბაჟო კონტროლის ზონაში შექმნილი საბანკო დაწესებულებების მიერ საქარ­თველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებული საბანკო ოპერაციები;

ზ) დაწესებულებები – საქართველოს ფინანსთა სამინის­ტრო, საქარ­თველოს შინაგან საქმეთა სამინის­ტრო;

თ) ერთი ფანჯრის პრინციპი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო და საგადასახადო ორგანოების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო საშუა­ლე­ბების სარეგისტრაციო ორგანოების შეთანხმებული და კოორდინირებული საქმიანობა (ტერიტორიული თვალსაზრისით ერთ ადგილას განთავსებული საბაჟო კონტროლის ზონა, საბაჟო, საგადასახადო და სარეგის­ტრაციო ორგანოები, საბროკერო, საექსპერტიზო და საბანკო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესე­ბულებები);

ი) სატრანსპორტო საშუალება – საგარეო ეკონო­მიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლა­ტურის (სეს ესნ) 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (გარდა 871110000 კოდით კლასიფიცირებული საქონ­ლისა) და 8716 კოდებით აღწერილი და კლასი­ფიცირებული საქონელი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 მაისის  ერთობლივი ბრძანება №499-№701-სსმIII,№72,22.05.2007წ.,მუხ.780

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 თებერვლის  ერთობლივი ბრძანება №174-№242-სსმIII,№34,05.03.2008წ.,მუხ.370

    მუხლი 3.

საქართველოში თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში შემოყვანილი იმ სატრან­სპორტო საშუალების დათვალიერება და მისი რეკვიზი­ტების (საიდენტიფიკაციო მარკირების, ნომრის) შემოწ­მება, რომლის რეგისტრაციას ახორციელებს საქართვე­ლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო სამსახური, დასაშვებია განხორციელდეს ამავე დაწესებულების სპეციალის­ტების მონაწილეობით, მხოლოდ საბაჟო კონტროლის ზონად განსაზღვრულ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებთან განთავსებული საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების ადგილებში.“;

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 თებერვლის  ერთობლივი ბრძანება №174-№242-სსმIII,№34,05.03.2008წ.,მუხ.370

    მუხლი 4.

სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც მოექცნენ თავისუფალ მიმოქცე­ვაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში, სატრანსპორტო საშუალების მფლობელის სურვილისამებრ, სარეგისტრაციო ორგანოების მიერ რეგის­ტრა­ციაში ტარდებიან საბაჟო რეჟიმში მოქცევი­დან ერთი თვის ვადაში ან საბაჟო რეჟიმში მოქცევის­თანავე ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ საბაჟო კონტროლის ზონებში, ერთი ფანჯრის პრინციპით.

თავი II. სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო რეჟიმში მოქცევა, საგადასახადო ვალდებულების შესრულება და სავალდებულო რეგისტრაცია ერთი ფანჯრის პრინციპით

    მუხლი 5.

1. სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო რეჟიმში მოქცევას, საბაჟო ვალდებულებების შესრულებას და სავალდებულო რეგისტრაციას ერთი ფანჯრის პრინცი­პით ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ საბაჟო კონ­ტრო­ლის ზონაში მოქმედი საბაჟო, საგადასახადო და სარეგის­ტრაციო ორგანოები თავიანთი კომპეტენ­ციის ფარგლებში.

2. გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები, რომ­ლებიც არ იმყოფებიან საგადასახადო აღრიცხვაზე (რე­გისტრაციაზე) და რომელთა სატრანსპორტო საშუა­ლე­ბები ექცევიან თავისუფალი მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) რეჟიმში, ექვემდებარებიან საგადასახადო აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე) აყვანას დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთან, აღნიშნული კატეგორიის პირები საგადასახადო აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე) აყვანას ექ­ვემდებარებიან მოცემულ წესზე თანდართული საგადასახადო აღრიცხვის (რეგის­ტრაციის) გამარტივე­ბული ფორმით (დანართი №1).

თავი III. საბაჟო, საგადასახადო, სარეგისტრაციო ორგანოებისა და მოქალაქეთა უფლება-მოვალეობები სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო რეჟიმში მოქცევისას საბაჟო ვალდებულების შესრულებისა და სავალდებულო რეგისტრაციის განხორციელებისას ერთი ფანჯრის პრინციპით

    მუხლი 6.

1. სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო რეჟიმში მოქცევა, როგორც წესი, წარმოებს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, სხვა ენაზეც.

2. სატრანსპორტო საშუალებების მიმართ უფლება­მო­სილ პირებსა ან/და მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ, საბაჟო ორგანოს მოთხოვნით კი – ვალდებულნი არიან დაესწრონ საბაჟო რეჟიმში მოქცევის პროცე­დურას.

3. სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო რეჟიმში მოქცევასთან დაკავშირე­ბუ­ლი სატვირთო და სხვა ოპერაციები ხორციელდება მესაკუთრის ხარჯით.

    მუხლი 7.

დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალებების გამოყე­ნება ან/და განკარ­გვა საბაჟო რეჟიმში მოქცევის დაწყე­ბიდან საბაჟო რეჟიმში მოქცევის დამთავრებამდე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვე­ვებისა.

    მუხლი 8.

1. დეკლარანტი ვალდებულია, საბაჟო კონტროლის ზონაში წარ­დგენილი სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად მოახდინოს მათი დეკლა­რი­რება.

2. საბაჟო დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართვე­ლოს საბაჟო კოდექსის 65-ე-69-ე მუხლებით დადგენი­ლი დებულებების შესაბამისად.

3. დეკლარირება ხდება დადგენილი ფორმის მიხედ­ვით, რომელიც შეიცავს ზუსტ ცნობებს სატრანსპორტო საშუალებების, მათი საბაჟო რეჟიმის შესახებ და საბაჟო მიზნებისათვის საჭირო სხვა ცნობებს.

4. დეკლარანტი ასრულებს ამ ინსტრუქციით და მოქ­მედი კანონმდებ­ლობით გათვალისწინებულ მოვა­ლეო­ბებს და მას ეკისრება პასუხისმგებლობა ამ მოვა­ლეო­ბების შეუსრულებლობისათვის.

    მუხლი 9.

1. სატრანსპორტო საშუალებების დეკლარირების დროს დეკლარანტი ვალდებულია:

ა) მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების დეკლა­რირება საქართვე­ლოს საბაჟო კოდექსით გათვა­ლის­წინებული წესის მიხედვით;

ბ) საბაჟო ორგანოს მოთხოვნით წარადგინოს საჭირო საბუთები და ცნობები;

გ) უზრუნველყოს საბაჟო გადასახდელების გადახდა;

დ) ხელი შეუწყოს საბაჟო ორგანოებს საბაჟო რეჟიმის გამოყე­ნებაში, მათ შორის საჭირო სატვირთო და სხვა ოპერაციების შესრულების გზით.

2. სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციისას ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან სარეგისტრაციო ორგანოებს წარუდგინონ საქართვე­ლოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იან­ვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგის­ტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციით გათვალისწი­ნებული დოკუმენტაცია.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 თებერვლის  ერთობლივი ბრძანება №174-№242-სსმIII,№34,05.03.2008წ.,მუხ.370

    მუხლი 10.

მოქალაქეთა მიერ შესასრულებელი ვალდებუ­ლებების, ასევე წარმოსად­გენი დოკუმენტების ან შე­სავსები ბლანკების ნიმუშების თაობაზე ფიზიკური და იურიდიული პირების ინფორმირების მიზნით, ერთი ფანჯრის პრინციპის უზრუნველსაყოფად იქმნება საინფორმაციო დაფები და მაგიდები.

    მუხლი 11.

1. დეკლარანტმა საბაჟო ორგანოს დეკლარაციასთან ერთად უნდა წარუდგინოს საბაჟო რეჟიმის გამოყენები­სათვის საჭირო საბუთები, მათი ელექტრო­ნული ასლები (ელექტრონული საბუთები), ელექტრონული პასპორ­ტი და სხვა დოკუმენტები.

2. წარმოდგენილ საბაჟო დეკლარაციას იღებს საბაჟო ორგანო და ახდენს მის რეგისტრაციას დადგენი­ლი წესით.

3. საბაჟო ორგანოს ნებართვით შეიძლება საბაჟო დეკლარაციაში აღნიშნული მონაცემების შეცვლა, შევსება ან წარდგენილი საბაჟო დეკლარაციის გამოთ­ხოვა.

4. საბაჟო დეკლარაციის მონაცემების შეცვლა, შევსება ან გამოთხოვა შეიძლება მხოლოდ:

ა) საბაჟო დეკლარაციის შემოწმების დაწყებამდე;

ბ) სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დათვა­ლიერებამდე და/ან საბაჟო შემოწმებამდე;

გ) საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო დეკლარაციაში აღნიშნული მონაცემების უტყუარობის დადგენამდე.

5. დეკლარანტის თხოვნით და სათანადო დოკუმენ­ტების წარდგენის შემთხვევაში, დასაშვებია საბაჟო ­ორგანოს მიერ საბაჟო დეკლარაციის შევსება.

    მუხლი 12.

1. საბაჟო დეკლარაციის მიღებისა და საბაჟო ორგანოების მიერ მისი შემოწმების შემდეგ ხორციელ­დება საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალის­წი­ნე­ბული საბაჟო რეჟიმში მოქცევის პროცედურები.

2. სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებაში მონაწილეობას ღებულობენ სარეგისტრაციო ორგანოე­ბის უფლებამოსილი პირები, რის თაობაზეც ავსებენ დათვა­ლიერების აქტს, რომელსაც გადასცემენ დეკლა­რანტს სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციი­სათვის წარსადგენად.

3. სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებისა და შემოწმების დროს საბაჟო ორგანოები ამოწმებენ სატრანსპორტო საშუალებების დასახელების, წარმოშო­ბის, მდგომარეობის, ღირებულების შესაბამისობას წარმოდგენილი დეკლარაციის მონაცემებთან, ხოლო სარეგისტრაციო ორგანოები – სატრანსპორტო საშუა­ლე­ბების საქარხნო ნომრების შედარებას დეკლარაციაში მითითებულ მონაცემებთან.

4. შემოწმების დროს აღმოჩენილი საეჭვო გარემოე­ბების შემთხვევაში, საბაჟო და სარეგისტრაციო ორგა­ნოებს შეუძლიათ მოითხოვონ გამოკვლევის (ექსპერ­ტიზის) ჩატარება.

    მუხლი 13.

1. საბაჟო დამუშავების ოპერაციის დამთავრების შემდგომ საბაჟო ორგანოების მიერ დარეგისტრირებული საბაჟო დეკლარაცია, დათვალიერების აქტი, ხოლო სატრანსპორტო საშუალების გასხვისების შემთხვევაში ერთობ­ლივი განცხადება და საგასახადო ორგანოების მიერ გაცემული ცნობა იკრიბება და დეკლარანტის მიერ გადაეცემა სარეგისტრაციო ორგანოებს.

2. სარეგისტრაციო ორგანოები სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციას და მათზე სახელმწიფო სანომრე ნიშნების გაცემას ახდენენ მხოლოდ სარეგის­ტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის შემდგომ.

    მუხლი 14.

1. საგადასახადო ორგანო მისი განთავსების ადგილის მიხედვით ახდენს:

ა) სატრანსპორტო საშუალების გამყიდველი ან უსასყიდლოდ მიმღები ფიზიკური პირის საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანას, თუ ის გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. ამასთან, აღნიშნული კატე­გო­რიის პირები საგადასახადო აღრიცხვაზე (რეგის­ტრაციაზე) აყვანას ექვემდებარებიან ამ ინსტრუქციაზე თანდართული საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრა­ციის) გამარტივებული ფორმით (დანართი №1);

ბ) შესაბამისი პირების საგადასახადო დეკლარა­ციების (განცხადების) ბლანკებით უზრუნველყოფას და მათთვის მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებუ­ლებების შესრულების წესის და ბიუჯეტის შემოსულო­ბების სახაზინო კოდების გაცნობას (ბიუჯეტის შემო­სულობების სახაზინო კოდები მიეთითება საგადასა­ხა­დო დეკლარაციების ბლანკებზე);

გ) შევსებული დეკლარაციების (განცხადების) მი­ღებას, დეკლარირე­ბული საგადასახადო ვალდებულე­ბების შესრულების მდგომარეობის დადგენას და შესაბამის პირებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე და 275-ე მუხლებით გათვალისწინე­ბული ცნობების გაცემას;

დ) გადამხდელებიდან მიღებული დეკლარაციების (განცხადების) და გაცემული ცნობების რეესტრის წარმოებას და ანგარიშგებას შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი წესით.

2. პირები ვალდებულნი არიან დამოუკიდებლად უზრუნველყონ საგა­დასახადო დეკლარაციების (განცხა­დების) შევსება. საგადასახადო ორგანოს მოვალეობაში არ შედის გადამხდელის საგადასახადო დეკლარა­ციების ბლანკების შევსება. ამასთან, საგადასახადო ორგანო ვალდებულია დასაბეგრი ოპერაციის მიხედვით კონსულ­ტაცია გაუწიოს გადამხდელს.

3. საგადასახადო ორგანოს მიერ ზემოაღნიშნული ფუნქციების შესრულების მიზნით შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს:

ა) საგადასახადო ორგანოსათვის ტერიტორიული ერთეულების მიხედვით გადასახადის გადამხდელებისათვის მისანიჭებლად შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნომრების ველის გამოყოფას;

ბ) საგადასახადო ორგანოს ინფორმაციულ უზრუნველყოფას გადამხდელთა საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების მდგომარეობის დასადგენად;

გ) საგადასახადო ორგანოს სათანადო კვალიფიკაციის სპეციალისტებით დაკომპლექტებას და მათ მეთოდოლოგიურ უზრუნველყოფას;

დ) საგადასახადო ორგანოს მიერ გადამხდელებისათვის საიდენტიფიკაციო ნომრების მინიჭების, მიღებული დეკლარაციების (განცხადების) და გადახდილი გადასახადების შესახებ შესაბამისი ტერიტორიული საგადასახადო ინსპექციების ინფორმირების მექანიზმების შემუშავებას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 მაისის  ერთობლივი ბრძანება №499-№701-სსმIII,№72,22.05.2007წ.,მუხ.780

 

დანართი №1

ფიზიკური პირის, რომლის სატრანსპორტო საშუალება ექცევა თავისუფალ

მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში, საგადასახადო

აღრიცხვის (რეგისტრაციის)

ფ ო რ მ ა

I. განაცხადის სახე

1. პირველადი საგადასახადო აღრიცხვა (რეგისტრაცია) –––––––    –––––––                                                                                                                                                          (დიახ)                    (არა)    

2. ცვლილება 

                             ––––––                           –––––––                                          

                             (დიახ)                                (არა)    

 

საიდენტიფიკაციო ნომერი     

 

 

 

 

 

 

 

 

 

  

 

 

 

 

 

 

                                                     საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების თარიღი

 

 

 

ს/ნ-ის მიმნიჭებელი საგადასახადო ინსპექცია –––––––––––––––––– –––––––

 

II. ინფორმაცია გადამხდელის შესახებ

3. გადამხდელის (ფიზიკური პირის) სახელი, გვარი ------------------------------------

 

საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ნომერი,  ------------------------   

პირადი ნომერი ––––––––––––––––––

4. გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართი 

---------------------------------------------------------------------------------------------------------

(ქალაქი, რაიონი, სოფელი, ქუჩა)

          საფოსტო ინდექსი

 

 

 

 

 

III. ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის მომსახურე

ბანკ(ებ)ის და გახსნილი ანგარიშ(ებ)ის შესახებ

5. ინფორმაცია გახსნილი საბანკო ანგარიშების შესახებ

მომსახურე ბანკ(ებ)ის სრული დასახელება ––––––––––––––––––––––––––

ბანკის საიდენტიფიკაციო ნომერი (ები)   

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბანკ(ებ)ის კოდ(ებ)ი 

     

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საბანკო ანგარიშის ნომერი (ები)

მ.შ. უცხოურ ვალუტაში

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

IV. დამატებითი ინფორმაცია გადასახადის

გადამხდელის შესახებ

 

6. გადამხდელის საკონტაქტო მონაცემები

 

ტელეფონი

 

ვებგვერდი

 

ელფოსტა

 

 

7. მარეგისტრირებელი ორგანოს

დასახელება  ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა  –––––––––––––––––––

 

 

 

 

 

(რიცხვი, თვე, წელი)

გადამხდელის ხელმოწერა –––––––––––––––––––––––––––––––––––

    

 

 

 

                                                                                                        

                                                                                                            

   (რიცხვი, თვე, წელი)

 

 შენიშვნა: სარეგისტრაციო ინფორმაციაში ცვლილებების განხორციელებისას გადამხდელი – ფიზიკური პირი ვალდებულია ცვლილებების განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 დღისა შესაბამისი ცვლილებები შეიტანოს საკუთარ საგადასახადო სარეგისტრაციო მონაცემებში.

 

კრებსითი — სრული ვერსია