საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №269 ,,ნადირობის დაწყებისა და დამთავრების თარიღებისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
269
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი
2005-08-19
გამოქვეყნების თარიღი
2006-08-25
სარეგისტრაციო კოდი
360106000.22.023.007642
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №269 ,,ნადირობის დაწყებისა და დამთავრების თარიღებისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.023.007.642

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №269

2005 წლის 19 აგვისტო

ქ. თბილისი

ნადირობის დაწყებისა და დამთავრების თარიღებისა და სანებართვო მოწმობის ფორმის  დამტკიცების თაობაზე

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვის­ტოს №138 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცხოველ­თა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ნებართვისა და ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ” დებულების მე-11 მუხლისა და ,,ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სანებართვო მოწმობის ფორმა  დანარ­თი №1-ის შესაბამისად.

2. ნადირობა ნებადართულია ყოველი სანადირო სე­ზო­­ნი­სათვის ,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურ­სების მინისტრის 2002 წლის 04 ოქტომბრის №97 ბრძანებით განსაზღვრული ცხოველთა სამყაროს ობიექ­ტებისა (სახეობების) და რეგიონების მიხედვით განსაზ­ღვრული ვადების შესაბამისად, 29 აგვისტოდან 01 მარ­ტამდე.

3. ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მო­საკრებ­ლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად სანებართვო მოწმობის აღებამდე ნებართვის მიმღებმა უნდა წარმოადგინოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მოვალეობის შემსრულებელი  

დ. ჩანტლაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია-საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №784-სსმIII,№113,25.08.2006წ.,მუხ.1550

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი№1

 

 

 

 

 

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი

რესურსების სამინისტრო

 

სანებართვო მოწმობა № -----

ნებართვის მფლობელი -----------------------------------------------------------------------

                                                                                 (სახელი, გვარი)

                       -------------------------------------------------------------------------------------

                                                 (იურიდიული მისამართი)

მოპოვების რაიონი: (ნებადართული ტერიტორიები)

ნადირობის დღიური ლიმიტი: მწყერი – 20ც, მტრედი – 10ც, ჩიბუხა – 5ც, გვრიტი–10ც, ქედანი – 10ც, გვინძი (გულიო) – 10ც, ტყის ქათამი – 7ც, წყალმცურავები (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, ბოლოსადაგისა იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა, მელოტა) – საერთო რაოდენობა – 8ც.

ნებართვის მოქმედების ვადა 29-08-2005 წ.-დან 01-03-2006 წ.-მდე თითოეული სახეობისათვის რეგიონების მიხედვით განსაზღვრულ ვადებში

 

სანებართვო მოწმობის გამცემი ორგანო ----------------------------------------------------                   

                                                                   ---------------------------------------------------

 

   ბ. ა.                               თარიღი „-------“ „----------------------“

 

 

კრებსითი — სრული ვერსია