ქ. თბილისის მერის
ბრძანება № 25
2011 წლის 21 ივლისი
ქ. თბილისი
„ ქ. თბილისის მერის 2005 წლის 3 ოქტომბრის № 64 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მერის 2006 წლის 13 მარტის № 16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ ქ. თბილისის მერის 2005 წლის 3 ოქტომბრის № 64 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მერის 2006 წლის 13 მარტის № 16 ბრძანებაში (გაზეთი „24 საათი’’, 28.03.2006 წ.) და ამ ბრძანების 63 პუნქტით დამტკიცებული დანართი 8 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ დანართი 8
| ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური
|
| თბილისი. 0160, შარტავას ქ. 7 ტელ: 2378501, 2378396 |
შემოწმების აქტი N
(სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების შესახებ)
შედგენის თარიღი: ______________
„ ტექნიკური საფრთხის კონტოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე- 13 მუხლის მე-19 პუნქტის თანახმად , სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება შემოწმების აქტის შედგენით იწყება შემდეგი შემთხვევის გამო:
ა) მშენებლობის დემონტაჟის დაუყოვნებლივ შეჩერების შესახებ დადგენილების მიღებისას;
ბ) მშენებლობის შეჩერების შესახებ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობისას;
გ) დამრღვევისთვის საურავის შესახებ დადგენილების მიღებისას;
დ) დამრღვევის საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის თანხით დაჯარიმებისას;
ე) საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისას;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად განცხადების წარმოუდგენლობისას;
ზ) თუ დამრღვევი განცხადების საფუძველზე აღიარებს სამშენებლო ობიექტზე არსებულ დარღვევებს და ითხოვს კანონით დადგენილი ზომების გატარებას.
დამრღვევის დასახელება და მისამართი:_______________________________ ________ ________
_____________________________________________________________________________________________________________________________________________________ ____________ _____
ობიექტ ის დასახელება და მისამართი: ____________________________________________________
________________________________________________________________________________________
შემოწმებით დადგინდა: _________________________________________________________________
_________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
შემოწმების აქტის შემდგენი (თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა):
_________________________________________________________________________________ შემოწმების აქტი ჩაიბარა (სახელი, გვარი, მიღების თარიღი, ხელმოწერა):
_________________________________________________________________________________
თუ ვერ ხერხდება მხარისათვის შემოწმების აქტის გაცნობა (პირდაპირი ჩაბარებით), გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვალოს მათი განთავსება შემოწმების აქტში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე ( „ ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13-ე მუხლის მე-15 პუნქტი).
შემოწმების აქტი გაეცნო (ჩაბარდა) დამრღვევს თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით. (ზუსტად მიეთითოს თვალსაჩინო ადგილი)
__________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
განთავსების თარიღი “.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. უგულავა