საქართველოს კანონი
„საქართველოს პარლამენტის კომიტეტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს პარლამენტის კომიტეტების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №002, 9.03.1996) მე-9 მუხლის მეოთხე აბზაციდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ფრაქციების თავმჯდომარეები“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 3 დეკემბერი.
№1803–Iს