,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,აფხაზეთის მედია–ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2011 წლის 1 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
8
მიმღები ორგანო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი
2011-07-19
გამოქვეყნების თარიღი
2011-07-20
სარეგისტრაციო კოდი
040030000.32.061.016009
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,აფხაზეთის მედია–ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2011 წლის 1 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

აფხაზეთის   მთავრობის

დადგენილება №8 

2011 წლის 19 ივლისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,აფხაზეთის მედია-ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2011 წლის 1 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის მედია-ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2011 წლის 1 ივლისის №7 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 110701026, 05/07/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ (დ. ხომერიკი) 2011 წლის 22 ივლისამდე უზრუნველყოს მედია-ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.“.

2. დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მედია-ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება შემდგომი განკარგვის მიზნით გადაეცეს აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს (ნ. ჩხარტიშვილი).“.

3. დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ დადგენილების პირველი და მე-5 პუნქტები ამოქმედდეს 2011 წლის 22 ივლისიდან.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის  მთავრობის  თავმჯდომარე                     გ. ბარამია

 

კრებსითი — სრული ვერსია