„დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
389
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2011-07-19
გამოქვეყნების თარიღი
2011-07-19
სარეგისტრაციო კოდი
010340000.08.002.016277
„დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №389

2011 წლის 19 ივლისი

ქ. თბილისი

„დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულების (სსმ III, 2009 წ., №86, მუხ. 926) პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დოკუმენტის ლეგალიზაციის წესში (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე საქართველოს უზენაეს სასამართლოში ლეგალიზების მიზნით წარდგენილი სასამართლო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაცია განახორციელოს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ.

3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია