საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1708
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2002-11-06
გამოქვეყნების თარიღი
2002-11-27
სარეგისტრაციო კოდი
020.000.000.05.001.001.141
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების  შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლეს საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 461 მუხლი:

     „მუხლი 461. ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის, ქსოვილის აღებისა და გამოყენების წესების დარღვევა

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის, ქსოვილის, ქსოვილის აღებისა და გამოყენების წესების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათმაგი ოდენობით, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ასმაგი ოდენობით.“.

2. 208-ე მუხლში რიცხვის „46“ შემდეგ დაემატოს რიცხვი „461“

3. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 42-ე ნაწილი:

„42. ამ კოდექსის 461 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირები.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს..

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 6 ნოემბერი.

№1708–Iს

კრებსითი — სრული ვერსია