სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.009.418
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)
დადგენილება №34
2006 წლის 4 ოქტომბერი
ქ. თბილისი
შპს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის” მომსახურების ტარიფის შესახებ
შპს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის” სატარიფო განაცხადიდან გამომდინარე ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე, 43-ე და 44-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა:
მუხლი 1
შპს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის” მომსახურების ტარიფი განისაზღვროს 0,014 თეთრი/კვტსთ დღგ-ის გარეშე.
მუხლი 2
აღინიშნოს, რომ შპს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის” მომსახურების საფასურის ანაზღაურება მოხდება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” მიხედვით.
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებიდან 15 დღის შემდეგ და ვრცელდება 2006 წლის 1 სექტემბრიდან წარმოქმნილ ურთიერთობებზე.
გ. თავაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია-საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №33-სსმIII,№175,11.12.2008წ.,მუხ.1791