„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1696
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2002-10-10
გამოქვეყნების თარიღი
2002-10-28
სარეგისტრაციო კოდი
210.020.010.05.001.001.140
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში

(პარლამენტის უწყებანი, №21-22, 14.06.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და

ცვლილება:

1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს სიტყვის „მოსაკრებელი“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „გარე“.

2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 7. მოსაკრებელი გარე ვაჭრობის ნებართვისათვის

1. გარე ვაჭრობის ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელიც შესაბამის ტერიტორიაზე ეწევა გარე ვაჭრობას.

2. გარე ვაჭრობის ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების უფლება აქვს სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის და იმ ქალაქის საკრებულოს, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში.

3. საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებლის ოდენობა ერთ სავაჭრო ადგილზე არ უნდა აღემატებოდეს დღეში 2 ლარს.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2002 წლის 10 ოქტომბერი

№1696-Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია