საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №383
2011 წლის 15 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №38, მუხლი №308) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის ,,კ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-4 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი