საქართველოს კანონი
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საბაჟო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) 176-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ამ კოდექსის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, მე-80 მუხლის პირველი ნაწილით, 89-ე მუხლის პირველი ნაწილით და 99-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით საქონლის გადაზიდვამდე ინსპექტირებისათვის დადგენილი მოთხოვნები კანონიერ ძალაში იქნება სახელმწიფოს მიერ საქონლის გადაზიდვამდე ინსპექტირებაზე უფლებამოსილი პირის კანონით დადგენილი წესით დანიშვნის შემთხვევაში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 27 სექტემბერი.
№1679-Iს