„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5008-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-07-01
გამოქვეყნების თარიღი
2011-07-15
სარეგისტრაციო კოდი
040150000.05.001.016414
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2008, მუხ. 298) 33-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ ქვეპუნქტი:

„ს) სააგენტოს მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გაწეული მომსახურება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                       მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 1 ივლისი.

№5008-რს

კრებსითი — სრული ვერსია