„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5016-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-07-01
გამოქვეყნების თარიღი
2011-07-14
სარეგისტრაციო კოდი
210020140.05.001.016407
„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში     ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 26.04.2002, მუხ. 43) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სამსახური ახორციელებს შემდეგი სახის რეგისტრაციებს:

ა) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაცია – 500 ლარი;

ბ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდებაში ან დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 25%.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი                                     მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 1 ივლისი.

№5016-რს

კრებსითი — სრული ვერსია