„საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი
დოკუმენტის ნომერი
4985-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-07-01
გამოქვეყნების თარიღი
2011-07-14
სარეგისტრაციო კოდი
010010000.01.001.016003
„საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კონსტიტუციური კანონი

„საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  მუხლი 1. „საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 157) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 1. საქართველოს კონსტიტუციას (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, №№31-33, მუხ. 668) დაემატოს შემდეგი შინაარსის 481 მუხლი:

     „მუხლი 481 

1. საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი.

2. საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფლის დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის მოწვევის მიზნით დასაშვებია მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს.“.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 1 ივლისი.

№4985-რს

კრებსითი — სრული ვერსია