საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4943-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-06-24
გამოქვეყნების თარიღი
2011-07-14
სარეგისტრაციო კოდი
020000000.05.001.016401
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 186-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. 2221 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2221. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანოები

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აქვთ ამ კოდექსის 185-ე, 1851 და 1852 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.“.

3. 239-ე მუხლის 55-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„55. ამ კოდექსის 185-ე, 1851 და 1852 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                      მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 24 ივნისი.

№4943-რს

კრებსითი — სრული ვერსია