„საგადასახადო ომბუდსმენის უფლებამოსილების, საქმიანობის ძირითადი პრინციპებისა და ფორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
270
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-07-12
გამოქვეყნების თარიღი
2011-07-14
სარეგისტრაციო კოდი
200250000.10.003.016430
„საგადასახადო ომბუდსმენის უფლებამოსილების, საქმიანობის ძირითადი პრინციპებისა და ფორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №270

2011 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

 „საგადასახადო ომბუდსმენის უფლებამოსილების, საქმიანობის ძირითადი პრინციპებისა და ფორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საგადასახადო ომბუდსმენის უფლებამოსილების, საქმიანობის ძირითადი პრინციპებისა და ფორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №92 დადგენილებაში (სსმ, ვებპორტალი, 24/02/2011) შეტანილ იქნეს ცვლილებები და მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. საგადასახადო ომბუდსმენის საქმიანობის უზრუნველსაყოფად ინიშნება საგადასახადო ომბუდსმენის მოადგილე (შემდგომში – მოადგილე) და იქმნება საგადასახადო ომბუდსმენის აპარატი (შემდგომში – აპარატი), რომლის სტრუქტურასა და მუშაობის წესს განსაზღვრავს საგადასახადო ომბუდსმენი, აპარატის დებულებით. მოადგილე და აპარატი მოქმედებენ საგადასახადო ომბუდსმენის სახელით და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებით.

 2. აპარატს ხელმძღვანელობს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საგადასახადო ომბუდსმენი.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი    ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია