თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს
დადგენილება №12/58
2011 წლის 11 ივლისი
ქ. ფოთი
„თვითმმართველი ქალაქ ფოთის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2008 წლის 12 მარტის №4/24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2011 წლის 29 ივნისის №11/52 დადგენილება „თვითმმართველი ქალაქ ფოთის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2008 წლის 12 მარტის №4/24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”.
მუხლი 2
შეტანილ იქნეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქ ფოთის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2008 წლის 12 მარტის №4/24 დადგენილებაში, კერძოდ:
დადგენილების დანართი №1 შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1
თვითმმართველი ქალაქის – ფოთის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი
ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
| № |
თანამდებობათა დასახელება | თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი (ლარებში) |
| 1 | საკრებულოს თავმჯდომარე | 2480 |
| 2 | მერი | 2480 |
| 3 | საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, | 1500 |
| 4 | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე | 1400 |
| 5 | მერის მოადგილე | 1250
|
| 6 | სამსახურის უფროსი, საკრებულოს აპარატის უფროსი | 900 |
| 7 | საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე | 710 |
| 8 | უფროსი საჯარო თანამდებობის პირი, სამსახურის უფროსის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე, განყოფილების უფროსი | 550 |
| 9 | მერიის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – მერიის რწმუნებული | 470 |
| 10 | უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი, მთავარი სპეციალისტი | 480 |
| 11 | უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი, სპეციალისტი | 450 |
“.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. საღინაძე