საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
დოკუმენტის ნომერი
5007-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-07-01
გამოქვეყნების თარიღი
2011-07-12
სარეგისტრაციო კოდი
010190030.06.001.016003
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 25.03.2004, მუხ. 38) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 144-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პარლამენტის ბიურო უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ, ამასთანავე, კანონპროექტს გადასცემს წამყვან კომიტეტს (კომიტეტებს), სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, აგრეთვე საქართველოს მთავრობას. საფინანსო სექტორის წარმომადგენლის საქმიანობის მარეგულირებელი კანონპროექტი ასევე გადაეცემა საქართველოს ეროვნულ ბანკს;“.

2. 153-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81  პუნქტი:

„81 . საფინანსო სექტორის წარმომადგენლის საქმიანობის მარეგულირებელი კანონპროექტის განხილვის დროს, თუ საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს წერილობითი შენიშვნები, რომლებსაც აცნობებს შესაბამის კომიტეტს, კომიტეტის სხდომაზე აღნიშნულ ი კანონპროექტის განხილვისას შეიძლება მოწვეულ იქნ ე ს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი. “ .

3. 237-ე მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე                                          დ . ბაქრაძე

თბილისი,

2011 წლის 1 ივლისი.

№5007-რს

კრებსითი — სრული ვერსია