ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №24
2011 წლის 6 ივლისი
ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა
მუხლი 1. შევიდეს ცვლილება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ №21 დადგენილებაში (სსმ V, 13, 18/08/2010) და დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება“.
3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომში – სამსახური) მდებარეობს ქ. ოზურგეთში, მ. კოსტავას ქ. №1-ში.“.
4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახურის უფროსი;
2.მთავარი სპეციალისტი კულტურის და ძეგლთა დაცვის საკითხებში;
3. მთავარი სპეციალისტი განათლების დარგში;
4. მთავარი სპეციალისტი ტურიზმის დარგში;
5. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება
ა) განყოფილების უფროსი;
ბ) მთავარი სპეციალისტი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში.“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მამეშვილი