„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
29
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი
2011-07-05
გამოქვეყნების თარიღი
2011-07-12
სარეგისტრაციო კოდი
010240030.32.057.016050
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №29

2011 წლის 5 ივლისი

ქ. ბათუმი

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – საარქივო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამო­სი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კა­ნო­ნის მე-8 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლების შესაბამისად:

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესე­ბუ­ლება – საარქივო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №22 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“ №67(23.282), 22–23 ივნისი, 2010 წელი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი­ლებები:

ა) დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესე­ბუ­ლება – საარქივო სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა განი­სა­ზ­ღვ­როს 82 (ოთხმოცდაორი) საშტატო ერთეულით, მათ შორის სამმარ­თვე­ლოს მო­სამ­სა­ხურეთა რიცხოვნება – 67 (სამოცდაშვიდი) საშტატო ერთეულით;”.

ბ) დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქ­ცი­ით:

„3. სამმართველოს უფროსს ჰყავს სამი მოადგილე, რომელსაც სამმართველოს უფ­რო­სის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავი­სუფ­ლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.”.

2. მიმდინარე ეტაპისათვის აღნიშნული საშტატო ერთეულის დაფინანსება გან­­­ხორ­­­ციელდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სქვეუწყებო დაწესებულება – საარ­ქივო სამმართველოსათვის 2011 წლისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგ­ლებში.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მთავრობის თავმჯდომარე                   ლ. ვარშალომიძე

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია