„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტად რეორგანიზაციისა და დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2004 წლის 5 ოქტომბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
28
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი
2011-07-05
გამოქვეყნების თარიღი
2011-07-12
სარეგისტრაციო კოდი
010240030.32.057.016049
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტად რეორგანიზაციისა და დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2004 წლის 5 ოქტომბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №28

2011 წლის 5 ივლისი

ქ. ბათუმი

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტად რეორგანიზაციისა და დებულების დამტკიცების შესახებ“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2004 წლის 5 ოქტომბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლისა და „აჭარის ავტონომიური რეს­პუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად:

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწ­ყებ­ლო­ბის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრო­ბის საქ­ვეუწყებო დაწესებულება – ტელევიზიისა და რადიომაუწ­ყებლობის დეპარ­ტა­მენ­ტად რეორგანიზაციისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2004 წლის 5 ოქტომბრის №58 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“ № 196-197, 09.10.04, გვ. 7) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესე­ბუ­ლე­ბა – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის მოსამსახურეთა რიც­ხოვნობა განისაზღვროს 43 (ორმოცდასამი) საშტატო და საჭიროებისამებრ არა უმეტეს 175 (ას სამოცდათხუთმეტი) შტატგარეშე ერთეულის ფარგლებში.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მთავრობის თავმჯდომარე                    ლ. ვარშალომიძე

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია