„საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების შესახებ“ 1980 წლის 9 მაისის კონვენციასთან (კოტიფი) 1999 წლის 3 ივნისის ცვლილებების ოქმის ტექსტის თანახმად“ საქართველოს შეერთების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
4984-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-07-01
გამოქვეყნების თარიღი
2011-09-27
სარეგისტრაციო კოდი
480140000.09.001.016057
„საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების შესახებ“ 1980 წლის 9 მაისის კონვენციასთან (კოტიფი) 1999 წლის 3 ივნისის ცვლილებების ოქმის ტექსტის თანახმად“ საქართველოს შეერთების თაობაზე

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების შესახებ“ 1980 წლის 9 მაისის კონვენციასთან (კოტიფი) 1999 წლის 3 ივნისის ცვლილებების ოქმის ტექსტის თანახმად“ საქართველოს შეერთების თაობაზე

საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №5062 - ვებგვერდი, 06.10.2011წ.

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველო შეუერთდეს „საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების შესახებ“ 1980 წლის 9 მაისის კონვენციას (კოტიფი) 1999 წლის 3 ივნისის ცვლილებების ოქმის ტექსტის თანახმად“.

საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №5062 - ვებგვერდი, 06.10.2011წ.

2. „საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების შესახებ“ კონვენციის 28-ე მუხლის §3-ის შესაბამისად საქართველო იტოვებს უფლებას, სრულად არ გამოიყენოს 28-ე მუხლის §1-ის და §2-ის დებულებები.

საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №5062 - ვებგვერდი, 06.10.2011წ.

3. „საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების შესახებ“ კონვენციის 24-ე მუხლისა და „მგზავრთა საერთაშორისო სარკინიგზო გადაყვანის შესახებ ხელშეკრულების თაობაზე ერთიანი ნორმების (CIV – კონვენციის დანართი A)“ პირველი მუხლის §6-ის შესაბამისად საქართველო გამოიყენებს ამ ერთიან ნორმებს მხოლოდ სადგურ გარდაბნიდან სადგურ კარწახამდე სახელმწიფო საზღვრამდე ორივე მიმართულებით, ამ ხაზის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ.

საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №5062 - ვებგვერდი, 06.10.2011წ.

4. „ტვირთების საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ერთიანი ნორმების (CIM – კონვენციის დანართი B)“ პირველი მუხლის §6-ის შესაბამისად საქართველო გამოიყენებს ამ ერთიან ნორმებს საქართველოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შემდეგ მონაკვეთებზე ორივე მიმართულებით:

ა) ფოთის ნავსადგურიდან ფოთის რკინიგზის სადგურამდე მონაკვეთი – 2,7 კმ;

ბ) ბათუმის ნავსადგურიდან ბათუმის რკინიგზის სადგურამდე მონაკვეთი – 1,9 კმ;

 გ) სადგურ გარდაბნიდან სადგურ კარწახამდე სახელმწიფო საზღვრამდე − 244 კმ (მისი ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ).

5. „საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების შესახებ“ კონვენციის 42-ე მუხლის §1-ის შესაბამისად საქართველო სრულად არ გამოიყენებს შემდეგ დანართებს:

 ა) „ერთიანი ნორმები საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლაში ვაგონების გამოყენების შესახებ ხელშეკრულებებისათვის (CUV – კონვენციის დანართი D)“;

 ბ) „საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლაში ინფრასტრუქტურის გამოყენების შესახებ ხელშეკრულების ერთიანი ნორმები (CUI – კონვენციის დანართი E)“;

 გ) „ერთიანი ნორმები ტექნიკური სტანდარტების დამტკიცების და ერთიანი ტექნიკური ნორმების მიღების შესახებ, რომლებიც გამოიყენება საერთაშორისო გადაზიდვისათვის გამიზნული სარკინიგზო მოწყობილობებისათვის (APTU – კონვენციის დანართი F)“;

 დ) „საერთაშორისო მიმოსვლაში გამოყენებული სარკინიგზო მოწყობილობების ტექნიკური დაშვების შესახებ ერთიანი ნორმები (ATMF – კონვენციის დანართი G)“.

საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №5062 - ვებგვერდი, 06.10.2011წ.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე                      დ. ბაქრაძე

თბილისი,

2011 წლის 1 ივლისი.

№4984-რს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №5062 - ვებგვერდი, 06.10.2011წ.

კრებსითი — სრული ვერსია