„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4965-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-06-24
გამოქვეყნების თარიღი
2011-07-11
სარეგისტრაციო კოდი
040110030.05.001.016387
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. საქართველოს პრეზიდენტმა შეიძლება განსაზღვროს „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის №968 ბრძანებულებით დამტკიცებულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის განსაზღვრის განსხვავებული წესი ან/და ნორმატიული ფასის დამდგენი სხვა ორგანო.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 24 ივნისი.

N4965-რს

კრებსითი — სრული ვერსია