აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №31
2011 წლის 5 ივლისი
ქ. აბაშა
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №29 დადგენილებაში (საკანონმდებლო მაცნე, 2011.13.01) შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3“. „1. ადმინისტრაციული სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, გამგებლის თანაშემწისა და უმცროსი საჯარო თანამდებობის პირებისაგან.“.
2. დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5“. „1“. „ე. გამგეობისა და საკრებულოს საქმიანობის თაობაზე პუბლიკაციების ანალიზს, ამზადებს წინადადებებს რეაგირების თაობაზე.“.
3. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. თოფურია