ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3 4
2011 წლის 8 ივლისი
დაბა სტეფანწმინდა
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 აგვისტოს დადგენილება № 4 3 - ვებგვერდი , 23.08.2011 წ .
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამშენებლო ობიექტისათვის მითითების ფორმა დანართი №1-ის შესაბამისად.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 აგვისტოს დადგენილება № 4 3 - ვებგვერდი , 23.08.2011 წ .
მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯ დომარე
გ.მალანია
შეტანილი ცვლილებები:
1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 აგვისტოს დადგენილება № 4 3 - ვებგვერდი , 23.08.2011 წ .
2. ძალადაკარგულია - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი , 08.05.2013 წ .
დანართი №1
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტუ რისა და სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური
დ. სტეფანწმინდა შედგენის თარიღი
მ ი თ ი თ ე ბ ა №
დამრღვევის ვინაობა და მისამართი __________________________________ ____________________
___________________________________________________________________ _____________________
დამრღვევის სახეობა, შინაარსი და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები:
____________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________ ___________________
აღნიშნული გათვალისწინებულია „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის ________________________________________________________________ ____________________
______________________________________________________________________ ___________________
დარღვევის გამოსწორების ვადა ------------------------------------------------ დღე.
მითითება შედგენილია და ხელმოწერით ვადასტურებთ: ______________ _______________________
______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
მითითება ჩაბარდა და გაეცნო: ________________________________________ _____________________
_______________________________________________________________________ __________________
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით („ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე -13 მუხლის მე -2 პუნქტი).
მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ:
ა) მითითება შესრულდა ;
ბ) მითითება არ შესრულდა ;
გ) მითითება არადროულად შესრულდა (,, ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე -13 მუხლის მე -3 პუნქტი).
თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თვისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება (მე -13 მუხლის მე -4 პუნქტი).
თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელი იღებს ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტს – ბრძანებას
ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;
ბ)დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონ მდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;
გ)დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა -ნაგებობის მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა -ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
დამრღვევის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელი იღებს ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტის–ბრძანებას საურავის დაკისრების შესახებ.
,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ვადაში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ბრძანების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებებისაგან. ასეთ შემთხვევაში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია მიიღოს ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი–ბრძანება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა -ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
ყაზბეგის მუნიციპაიტეტის გამგებლის მიერ მიღებული ბრძანება არის ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი, რომელიც აღსრულდება ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
თუ ვერ ხერხდება მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის–ბრძანების გაცნობა (პირადად ჩაბარებით), გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტში–ბრძანებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება:
ა) საინფორმაციო დაფა;
ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა;
გ)მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 აგვისტოს დადგენილება № 4 3 - ვებგვერდი , 23.08.2011 წ .