„ქ. დმანისში საგზაო მოძრაობის რეგულირების შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
11-27
მიმღები ორგანო
დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-07-08
გამოქვეყნების თარიღი
2011-07-29
სარეგისტრაციო კოდი
310130000.35.156.016057
„ქ. დმანისში საგზაო მოძრაობის რეგულირების შესახებ”

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11-27

2011 წ ლი ს 8 ივლისი

ქ. დმანისი

ქ. დმანისში საგზაო მოძრაობის რეგულირების შესახებ

 საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,შ” ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის ,,რ” ქვეპუნქტისა და ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

1. დამტკიცდეს ქ. დმანისში საგზაო მოძრაობის ნიშნების განლაგება თანახმად დანართი №1-ისა(თან ერთვის).

2. დაევალოს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობას უზრუნველყოს საგზაო ნიშნების დროული განთავსება დანართი №1-ით გათვალისწინებულ ქუჩებზე.

3. კონტროლი აღნიშნულ დადგენილებაზე დაევალოს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიას.

      მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე          ბ. მგელაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ბათილად იქნა ცნობილი -  

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 ივლისის დადგენილება №12-30 - ვებგვერდი, 05.08.2011 წ.

 

დანართი №1

ქ. დმანისში საგზაო მოძრაობის ნიშნების განლაგება

1. საგზაო მოძრაობის ნიშანი ,,შესვლა აკრძალულია” დაიდგას:

ა) 9 აპრილის ქუჩის დასაწყისში;

ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობასთან მისასვლელი ორივე გზის დასაწყისში;

2. საგზაო მოძრაობის ნიშანი ,,დგომა აკრძალულია” დაიდგას:

 ა) 9 აპრილის ჩიხის დასაწყისში;

 ბ) 9 აპრილის ჩიხის №23-თან.

 გ) ნანა დედოფლის ქუჩის დასაწყისში.

3. საგზაო მოძრაობის ნიშანი ,,სატვირთო ავტომობილის მოძრაობა აკრძალულია” დაიდგას:

 ა) ნანა დედოფლის ქუჩის დასაწყისში;

 ბ) ნანა დედოფლის ქუჩისა და რუსთაველის ქუჩის გადაკვეთაზე, რუსთაველის ქუჩა №2-თან.

4. საგზაო მოძრაობის ნიშანი ,,მოძრაობა აკრძალულია” დაიდგას:

ა) წმ.ნინოს ჩიხი №3 კორპუსთან;

ბ) გორგასლის ქუჩის დასაწყისში, სტადიონის კუთხეში.

5. საგზაო მოძრაობის ნიშანი ,,მოქმედების მიმართულება” დაიდგას:

ა) გორგასლის ქუჩის დასაწყისში, სტადიონის კუთხეში.

6. საგზაო მოძრაობის ნიშანი ,,ბავშვები” დაიდგას:

ა) გორგასლის ქუჩაზე ორივე მხარეს ქ. დმანისის №3 საჯარო სკოლის წინ;

ბ) გოგებაშვილის ქუჩაზე ორივე მხარეს ქ. დმანისის №2 საჯარო სკოლის წინ.

7. საგზაო მოძრაობის ნიშანი ,,დგომის ადგილი” დაიდგას:

ა) წმინდა ნინოს ქ.№56-თან (თეატრის წინ).

კრებსითი — სრული ვერსია