„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
267
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-07-05
გამოქვეყნების თარიღი
2011-07-07
სარეგისტრაციო კოდი
280120000.10.003.016427
„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №267

2011 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულ­ყო­ფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში (სსმ, 28.04.2010 წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად და­უცველი ოჯახე­ბის მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წე­სის“ მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. სააგენტო უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შე­სა­ბამისად ოჯახისათვის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზ­ნით მომ­დევ­ნო სამი წლის განმავლობაში განმეორებითი რეგისტრა­ციის აკ­რძა­ლ­­ვის გაუქმების შესახებ.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია