„გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის №213 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
265
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-07-05
გამოქვეყნების თარიღი
2011-07-07
სარეგისტრაციო კოდი
310090000.10.003.016425
„გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის №213 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №265

2011 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

„გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის #213 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხ­ლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „გზათსარგებლობის საფასურის ოდენო­ბისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის #213 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, მუხლი 1360) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატება და დადგენილებით განსაზღვრულ „გზათ­სარ­გებლობის საფასურის სავალდებულო გა­დახ­დასთან დაკავშირე­ბულ პრო­ცედურებსა და პირობებში“:

1. მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დაუშვებელია გზათსარგებლობის საფასურის გადახდის გარეშე სახელმწიფო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ სატვირთო ავტოსატ­რანს­პორტო საშუალების მეშვეობით საქართველოს ტერიტორიაზე ტრან­ზი­ტული ტვირთის გადაზიდვა.

5. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული ტვირთის გადამზიდა­ვი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი ვალ­დე­ბულია, ქვეყნის ტერიტორიის დატოვებისას პორტალში წარადგინოს გზათ­სარგებლობის საფასურის საბანკო დაწესებულებაში გადახდის დამა­დას­­ტურებელი ქვითარი ან გზათსარგებლობის საფასურის ბარათი. წარ­დგენილი ქვითრის ან გზათსარგებლობის საფასურის ბარათის საფუძ­ველ­ზე, გზათსარგებლობის საფასურის გადახდის კონტროლს ახორციელებს შე­მო­სავ­ლების სამსახური.“.

2. დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული ტვირთის გადამზი­დავ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებას ქვეყნის ტერიტორიის და­ტო­­ვება შეუძლია მხოლოდ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლო­ბელის/მძღოლის მიერ გზათსარგებლობის საფასურის საბანკო დაწესე­ბულებაში გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ან გზათსარგებლობის საფასურის ბარათის პორტალში წარდგენის შემდეგ.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 11 ივნისიდან წარმოშობილ ურთი­ერ­თობებზე.

პრემიერ‑მინისტრი ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია