საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №353
2011 წლის 5 ივლისი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებით (სსმ III, 1999 წ., №69(76), მუხ. 1064) დამტკიცებული წესის №5 დანართში (საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის წესები) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:
ა) წესებ ის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
„9 . ბაზირების პუნქტების (მათ შორის, რეკრეაციულ ადგილებში) მოწყობის საკითხს წყვეტს და ბაზირების პუნქტების მოწყობის ადგილს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტთან (შემდეგში – სანაპირო დაცვის დეპარტამენტი) შეთანხმებით, გარდა წესების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა .”;
ბ) წესების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები (ციფრები): „მე-3 და მე-4 მუხლებით“ შეიცვალოს სიტყვებით (ციფრებით): „მე-3 მუხლის პირველი-მე-8 პუნქტებითა და მე-4 მუხლით“;
გ) წესების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტში სიტყვები: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის (შემდეგში – სანაპირო დაცვის დეპარტამენტი)“ შეიცვალოს სიტყვებით: „სანაპირო დაცვის დეპარტამენტის“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი