სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.012.003.430
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №318
1998 წლის 22 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1998 წლის 10 აპრილის №91 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
მიღებულ იქნეს საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის წინადადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1998 წლის 10 აპრილის №91 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1998 წლის 10 აპრილის №91 ბრძანების პირველ პუნქტში სიტყვები „7(შვიდი) თეთრის ოდენობით“ შეიცვალოს სიტყვებით „22 (ოცდაორი) თეთრის ოდენობით“;
2. ეს ბრძანება ძალაშია 1999 წლის 1 იანვრიდან.
დ. ონოფრიშვილი