“სახელმწიფო და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 ივნისის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
39
მიმღები ორგანო
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-07-05
გამოქვეყნების თარიღი
2011-07-11
სარეგისტრაციო კოდი
200140030.35.158.016047
“სახელმწიფო და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 ივნისის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №39

 2011 წლის 5 ივლისი

ქ. ბოლნისი

 „სახელმწიფო და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 ივნისის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად „სახელმწიფო და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 ივნისის №36 დადგენილებაში (სსმ,13/06/2011) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) It L – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს“;

ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,მუხლი 2

პირველი პუნქტის მიხედვით ქალაქ ბოლნისის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 მ2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს 18,24 ლარით.“

    მუხლი 2

 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე ნ. საბიაშვილი

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია